Magdalena Posted December 14, 2019 Posted December 14, 2019 სტარტაპმა, სახელად Money on Chain, აამოქმედა DeFi-პლატფორმა Bitcoin-ის Sidechain-ის ბაზაზე. მასში განხორციელდება საკრედიტო სფეროს პროდუქტების შექმნა - აცხადებს CoinDesk. Money on Chain-ის DeFi-ეკოსისტემა დაფუძნებულია სამ ტოკენზე. ესენია: Dollar on Chain (DoC) — დაკავშირებულია ამერიკულ დოლართან და უზრუნველყოფილია Bitcoin-ებით (MakerDAO-ში არსებული DAI-ს ანალოგი); Chain tokens (MoC) — უზრუნველყოფს ხმის უფლებას (MakerDAO-ში არსებული MKR-ის ანალოგი); BitPRO (BPRO) — უზრუნველყოფს პასიურ შემოსავალს BTC-ის საკომოსიოდან, რომელიც გროვდება სისტემის მომხმარებლებისგან. MoC ტოკენსეილი 2020 წელს ჩატარდება. ინვესტორების სახელები, რომლებიც მოცემულ ეტაპზე ხმის უფლებას ფლობენ, ჯერჯერობით უცნობია. “DoC-ის მინთინგი ნიშნავს DoC-ზე Bitcoin-ების ფაქტიურ გაყიდვას, რადგანაც უკან არ დაგიბრუნდებათ Bitcoin-ის პირვანდელი რაოდენობა - ყველაფერი დამოკიდებულია კურსზე. BPRO შესაძლებელია განიხილოს, როგორც სესხი“ - ხაზი გაუსვა პროექტის თანადამფუძნებელმა. Money on Chain-ს MakerDAO-სგან მნიშვნელოვანი განმასხვავებლები აქვს. თუკი MakerDAO-ში მომხმარებლები უზრუნველყოფას პირვანდელი სახით იბრუნებენ, Money on Chain-ის შემთხვევაში უზრუნველყოფის ღირებულება შესაძლებელია იყოს პირვანდელზე მაღალი ან დაბალი. პროტოკოლი ასევე ითვალისწინებს გარკვეულ იურისდიქციაში წვდომის ბლოკირებას იურიდიული ტავსებადობისთვის. მოცემული მომენტისთვის Money on Chain ურუგვაის არაკომერციული ნდობის მიღების პროცესშია, RSK-ის დამფუძნებელი დიეგო გუტიერესი მოლაპარაკებებს აწარმოებს MakerDAO-ს ანტრეპრენერებთან ეკოსისტემების დაახლოების შესახებ. მისი თქმით, RSK-ის ფედერაციაში 15 მონაწილე დარჩა. დაფუძნების პერიოდში მათი რიცხვი 25 იყო. RSK Sidechain-ის მთავარი ქსელი ამოქმედდა 2018 წლის იანვარში. https://forklog.com/v-sajdchejne-bitkoina-zapustili-analog-defi-proekta-makerdao/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.