Jump to content

Recommended Posts

Posted

SoC Exynos 990-ის გამოშვებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ახალი Galaxy S11 სმარტფონის მუშაობა, Samsung-მა საბოლოოდ უარი თქვა საკუთარ მაღალი წარმადობის მქონე პროცესორის ბირთვებზე. 

image.png 

Exynos 9820-ის Mongoose ბირთვებმა, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ უპირატესობა Snapdragon 855-ში წარმოდგენილ ARM Cortex-A76 ბირთვებთან შედარებით, ვერ გაამართლეს კომპანიის იმედი, ამიტომ Samsung-მა გადაწყვიტა დახუროს ბირთვების შემუშავებაზე სპეციალიზებული ცენტრი ოსტინში. თუმცა აღმოჩნდა, რომ კორეული კომპანია უკვე მუშაობს მომდევნო თაობის SoC Exynos 1000-ზე. 

ნფორმაცია გავრცელდა ცნობილი ინსაიდერი Ice Universe-ისგან, რომელმაც მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ Samsung-მა შესაძლოა გამოიყენოს ARM Cortex-A78 ბირთვები თავისი მომდევნო თაობის Exynos 1000-ში. Qualcomm დიდი ალბათობით გამოიყენებს იმავე ბირთვებს, რაც გამოიყენება Snapdragon 865-ის შემდეგ. ამიტომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად შეძლებს თითოეული კომპანია თავისი ბირთვების ინტეგრირებას სხვა ისეთ კომპონენტებთან, როგორიცაა მაგალითად გრაფიკული პროცესორი.  Ice Universe აცხადებს, რომ Samsung-მა ჯერ კიდევ ვერ განსაზღვრა ზუსტი მოდელი, რომელიც ინტეგრირებული იქნება Exynos 1000-ში. მან შესაძლოა აირჩიოს GPU Mali-G78, თუმცა არის ალბათობა, რომ Samsung-ი სამომავლო SoC-ში ჩართავს RDNA-ს, რომელიც შემუშავებულია AMD-სთან თანამშრომლობით. და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, Ice Universe ახსენებს 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებას Exynos 1000-ის წარმოებისას. Samsung-ს საკუთარი ფაბრიკები აქვს, თუმცა კომპანია ოდნავ ჩამორჩება TSMC-ს ხუთნანომეტრიანი ტექნოლოგიის ათვისებაში. ამიტომ, Exynos 1000 დიდი ალბათობით 2020 წლის ბოლომდე არ გამოვა. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.