gajaviki Posted November 7, 2010 Posted November 7, 2010 დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ახალი დედაპლატა რომელიც გამოუშვა ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანია ASUS-მა. ახალი დედაპლატის კოდური სახელი გახლავთ M4A88TD-M. ახალი დედაპლატა აკმაყოფილებს Micro-ATX სტანდარტს. დედაპლატა აგებულია AM3 სოკეტზე AMD-ს პროცესორებისთვის. მისი ჩიფსეტი გახლავთ 880G, ხოლო სამხრეთ ხიდი კი SB850. მას გააჩნია ინტეგრირებული ვიდეო დაფა HD 4250, ახალი ჩიფსეტი განაპირობებს USB 3.0-ს და SATA 3.0-ს. დედაპლატას აქვს ინტეგრირებული 5.1 სისტემის საუნდ კარტა, USB 2.0/3.0 პორტები და სხვა ყველა საჭირო კონეკტორი. დედაპლატას აქვს 4 DDR3 მეხსიერების სლოტი ორ არხიანი რეჟიმისათვის, ერთი PCI-E x16, ორი PCI-E x1 და ერთი PCI სლოტი. დედაპლატას აქვს დღეისთვის ყველა AM3 სოკეტზე არსებული პროცესორის მხარდაჭერა, მათ შორის ისეთი პროცესორებიც რომლებიც იყენებენ 140 ვატ ენერგიას. დედაპლატაზე ოპერატიული მეხსიერების ამუშავება შეგვიძლია 2000(O.C.)/1600(O.C.)/1333/1066 სიხშირეებზე. როგორც გითხარით დედაპლატა წარმოებულია ASUS-ის მიერ, ასე რომ მას აქვს ყველა ასუსის დამატებითი ფუნქცია: ASUS Xtreme Design, ASUS Hybrid Processor - TurboV EVO, Turbo Unlocker, Auto Tuning, TurboV, CPU Level UP, ASUS Hybrid Switch, Core Unlocker, Turbo Key II, ASUS Hybrid OS -- Express Gate, 6+2 Phase Power Design, ASUS EPU, MemOK!, ASUS Fanless Design: Heat pipe solution, ASUS Fan Xpert, ASUS Q-DIMM, ASUS O.C. Profile, ASUS CrashFree BIOS 3, ASUS EZ Flash 2, ASUS MyLogo 2, Percision Twerker 3, მოდით თვალი შევავლოთ მის სურათებს და ბიოსის სკრინებს: დედაპლატაზე მოათავსეს AMD Phenom II 965 Black Edition, ააჩქარეს და გაატარეს ტესტები. სატესტო სისტემა იყო შემდეგი: Motherboard: ASUS M4A88TD-M/USB3 Processor: AMD Phenom II X4 965BE C3 Ram: Patriot Sector 5 1600 4GB Dual Channel (8-8-8-24) Video Card: Sapphire/Gigabyte HD 5750 (Crossfire) HDD: Hitachi 1TB Power: Thermaltake Tough Power XT 850 (Sponsored by Thermaltake) Case: NA Cooling: Scythe Yasya OS: Microsoft Windows 7 64-bit Thermal compound: Arctic Silver 5 Futuremark PCMark Vantage: Futuremark 3DMark Vantage: SiSoftware Sandra Lite 2007 SP1: Lavalys Everest: Maxon Cinebench: S.T.A.L.K.E.R.: Call of Pripyat: Tech ARP x264 HD 3.15: HD Tune: დედაპლატაზე აჩქარების პროცესი: მისი ფასი ამაზონზე შეადგენს 97.99 დოლარს. ლინკი ამაზონიდან. წყარო: http://www.pro-clockers.com Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.