Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კრიპტოვალუტების პლატფორმა Bakkt-მა აამოქმედა ვაჭრობა საანგარიშსწორებო ფიუჩერსებითა და Option-ებით Bitcoin-ზე. 

ორივე პროდუქტი დაფუძნებულია იმ Bitcoin-ფიუჩერსებით მომარაგებაზე, რომელიც Bakkt-მა სექტემბერში აამოქმედა. 

Bakkt-მა საზოგადოებას შეახსენა, რომ მისმა მშობელმა კომპანია ICE-მ 2001 წელს შექმნა ფიუჩერსული კონტრაქტი ნავთობზე - ICE Brent Crude Oil Futures, მომდევნო წლებში კი მის საფუძველზე გამოუშვა ასობით სანავთობე დერივატივი ფიუჩერსების, Option-ებისა და სვოპის ჩათვლით. 

კრიპტოვალუტების პლატფორმა გეგმავს ანალოგიურად შეიმუშავოს ახალი პროდუქტები თავისი Bitcoin-ფიუჩერსების საფუძველზე. ჯერჯერობით უცნობია, ვისი ხელმძღვანელობით განხორციელდება ეს - აღმასრულებელი დირექტორი კელი ლოფლერი ჯორჯიის შტატიდან აშშ-ის სენატორად დაინიშნა და კომპანიას წლის ბოლოს დატოვებს. 

Bakkt-ის Bitcoin-ფიუჩერსების ამჟამინდელი, მორიგი გამოშვება ნოემბრის ბოლოს დაანონსდა. პროდუქტი, როგორც დაგეგმილი იყო, იყიდება ICE Futures Singapore ბირჟაზე. 

პირველ კრიპტოვალუტაზე option-ების გამოშვების ვადა პლატფორმამ ერთი თვით ადრე დაასახელა. 

ამ მიმართულებით სხვა სიახლეებს რაც შეეხება,  ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟამ (CME Group) განაცხადა, რომ Bitcoin-option-ებით ვაჭრობას 2020 წლის 13 იანვარს დაიწყებს. კრიპტოვალუტების ბირჟა OKEx ანალოგიურ პროდუქტს 27 დეკემბერს შესთავაზებს მომხმარებლებს, Bitfinex კი - 2020 წლის პირველ კვარტალში. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.