Magdalena Posted December 4, 2019 Posted December 4, 2019 კრიტოვალუტების ბირჟა Coinbase თავის ცივ საფულეებში ინახავს დაახლოებით 966 230 BTC-ს, რომელთა კაპიტალიზაცია შეადგენს დაახლოებით 7.1 მლრდ აშშ დოლარს. ამ რესურსებთან პირდაპირი წვდომა კომპანიას არ გააჩნია. ცივ საფულეებში არსებული თანხის მოცულობის მხრივ მეორე ადგილს იკავებს ბირჟა BitMEX - 265 140 BTC-ით (1,94 მლრდ აშშ დოლარი). მას მოსდევს პლატფორმა – 229 490 BTC-ით (1,67 მლრდ აშშ დოლარი), Bitfinex – 146 120 BTC-ით, Kraken – 136 780 BTC-ით, Bittrex – 131 340 BTC-ითა და Coincheck – 35 090 BTC-ით. აღსანიშნავია, რომ Coinbase-ის კრიპტოვალუტების სანახი სივრცე დაზღვეულია დეპოზიტების სადაზღვევო ფედერალური კორპორაციის მიერ. თუმცა, ნებისმიერი ცენტრალიზებული მართვა მომხმარებლების აქტივებს რისკის ქვეშ აყენებს- გვახსენებენ ექსპერტები. გარკვეული პერიოდის წინ Bitcoin-ბირჟა Binance-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების 92% კრიპტოვალუტებს ბირჟის საფულეებში ინახავს. https://forklog.com/obem-holodnogo-hranilishha-birzhi-coinbase-prevysil-960-tysyach-btc/ 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.