Magdalena Posted December 3, 2019 Posted December 3, 2019 გამოკითხვა, რომელიც რესურს GSMArena.com-მა ჩაატარა, გვიჩვენებს, რომ დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონების კონსტრუქციის ტიპებიდან მომხმარებლებს ყველაზე მეტად მოსწონთ კლასიკური დასაკეცი ვარიანტი. Motorola Razr-ის მსგავსი დიზაინის მქონე სმარტფონებს გამოკითხულთა 44%-მა მისცა ხმა. ასეთ სმარტფონებს ვერტიკალურად ამოწეული დისპლეი აქვს, რომელიც შიდა მიმართულებით იკეცება, რაც ეკრანს დაზიანებისგან იცავს. პოპულარობის მხრივ მეორე ადგილზე გავიდა წიგნისმაგვარი სმარტფონები ეკრანით, რომელიც ასევე შიდა მიმართულებით იკეცება. ამგვარი კონსტრუქცია აქვს მაგალითად სმარტფონ Samsung Galaxy Fold-ს. სწორედ ასეთი ტიპის მოწყობილობის სასარგებლოდ მისცა ხმა გამოკითხულთა 25-მა პროცენტმა. რეიტინგით მომდევნოა წიგნის ფორმატის ეკრანის მქონე სმარტფონები, რომელთა ეკრანი გარე მიმართულებით იხსნება და იკეცება. ასეთი გახლავთ Huawei Mate X. ამგვარი ვარიანტი მოსწონს გამოკითხულთა 11%-ს. მეოთხე ადგილზე (გამოკითხულტა 10%-ით) იმყოფება ორმაგი დაკეცვის ფუნქციის მქონე სმარტფონები. მათ ხმა მისცა მომხმარებლების 10-მა პროცენტმა. ჩამონათვალი სრულდება მეხუთე ფორმატით, რომელიც ითვალისწინებს მონობლოკისმაგვარ კორპუს. ასეთი მოწყობილობა მოსწონს გამოკითხულთა დაახლოებით 9%-ს. https://3dnews.ru/998832 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.