Magdalena Posted November 30, 2019 Posted November 30, 2019 უმსხვილესი Bitcoin-ბირჟა Binance და ჯავშნების პლატფორმა TravelbyBit გამოუშვებენ ბარათს კრიპტოვალუტების მხარდაჭერით. TravelbyBit-ის წინასწარ ანაზღაურებადი სადებეტო ბარათი მომხმარებლებს მისცემს წვდომას ექსკლუზიურ ტურისტულ შემოთავაზებებზე. ბარათის შევსება შესაძლებელია Bitcoin-ით, Binance USD Stablecoin-ით, BNB-ითა და Ontology-თ (ONT), რესურსების გამოყენება კი მოხდება ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნისთვის შემდეგ სერვისებში: Booking.com, Expedia, Agoda, Ctrip და TravelbyBit.com. ბარათის გამოშვება დაგეგმილია მომდევნო წლის დასაწყისისთვის. პირველ ეტაპზე მის გამოყენებას შეძლებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ავსტრალიისა და ევროპის ქვეყნების მაცხოვრებლები. სამომავლოდ კი მხარდაჭერილი იურისდიქციების ჩამონათვალი გაფართოვდება. პარალელურად, Binance-მა დააანონსა Bancor (BNT) ტოკენის ეარდროპი 1,6 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტით. ბალანსების გაცემა მოხდება 2020 წლის 1 იანვარს, მომხმარებლებს დაერიცხებათ BNT-ის მთლიანი ოდენობის 10%. შეგახსენებთ იმასაც, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Binance გეგმავს დაიმატოს 180 ფიატური ვალუტის მხარდაჭერა. https://forklog.com/binance-i-travelbybit-vypustyat-debetovuyu-kartu-s-podderzhkoj-kriptovalyut/ 2 Quote
George Posted November 30, 2019 Posted November 30, 2019 რაღაც მაგდაგვარი ნაისჰაშსაც უნდა გამოუშვას, გამოკითხვის ლინკიც იყო დაჟე, ეხლა ამოუღიათ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.