Magdalena Posted November 30, 2019 Posted November 30, 2019 ამერიკულ პოლიციაში ცოცხალი ძაღლების ნაცვლად რობოტიზებული ძაღლების გამოყენება დაიწყეს: მასაჩუსეტსის შტატში გადაწყვიტეს ცვლილებების შეტანა სამუშაო გუნდში და რამდენიმე მაძებარი ძაღლი რობოტებით ჩაანაცვლეს. ძაღლი-რობოტი, სახელად Spot უკვე ორჯერ გავიდა რეალურ საქმეზე და გადამწყვეტი როლიც შეასრულა ნაღმებისა და მომწამვლელი ნივთიერებების აღმოჩენის მისიაში. ამგვარი პროგრესული მოწყობილობა რამდენიმე თვის წინ შექმნა კომპანია Boston Dynamics-მა. კომერციულ ბაზარზე ოთხფეხა რობოტი მხოლოდ ახლახანს გამოვიდა და მისი მოწოდებაა დაიცვას რაც შეიძლება მეტი პოლიციელი სახიფათო დავალებების შესრულების დროს. ამრიგად, უკვე შესაძლებელია არ დადგეს პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ - პრაქტიკულად ყველა სახის მისიაზე გაიგზავნება Spot, გარდა იმ დავალებებისა, რომლებიც უკავშირდება ქაღალდებსა და ზეპირ კომუნიკაციას. პოლიციაში მუშაობის გარდა რობოტ Spot-ს შესაძლებლობების ფართო სპექტრი გააჩნია, იგი პრაქტიკულად ყველგან შეძლებს მუშაობას. მის შესაძენად საჭიროა მხოლოდ ფასის გადახდა და მწარმოებელი კომპანიის ინფორმირება - თუ რისთვის გამოიყენებთ რობოტს, აგრეთვე უნდა მიაწოდოთ ცნობები მის შესახებ სამომავლოდ. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/32022/kiberpank-nastupil-v-policii-ssha-budet-sluzhit-sobaka-robot 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.