Jump to content

Recommended Posts

Posted

Huawei-ს მსგავსად იდენტური ზომის, 14-და 15-დუიმიანი ლეპტოპები წარადგინა Honor-მაც, თუმცა ახალი Honor MagicBook-ები ხელმისაწვდომია მხოლოდ Ryzen 3000 (Matisse) პროცესორებით. 

image.png 

Honor MagicBook 15 მოდელს აქვს 15.6-დუიმიანი IPS მატრიცა Full HD გაფართოებით. ლეპტოპი 1.53 კილოგრამს იწონის, მისი ზომა 35,78 х 22,99 х 1,69 სანტიმეტრია. დაქტილოსკოპიური სენსორი ინტეგრირებულია კვების ღილაკში. პორტებიდან ხელმისაწვდომია USB-C, HDMI, USB 3.0, USB 2.0 და კონექტორი ყურსასმენისთვის. ლეპტოპის შემადგენლობაშია Bluetooth 5 და Wi-Fi (2,4/5 გჰც) უსადენო კავშირების ადაპტერები. 

ონაცემთა სანახი სივრცის მოცულობა შეადგენს მოდიფიკაციების შესაბამისად 256 ან 512 გიგაბაიტს. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა კი ნებისმიერ კომპლექტაციაში 8 გიგაბაიტია. ლეპტოპი წარმოდგენილია Ryzen 5 3500U პროცესორით, გრაფიკას რაც შეეხება, მოცემულია Radeon Vega 8.  

Honor MagicBook 14 მოდელი როგორც ვხვდებით 14-დუიმიანია, მისი ზომაა 32,25 х 21,48 х 1,59 სმ, წონა - 1.38 კგ. მოდიფიკაციების იხედვით ეს მოდელი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს AMD Ryzen 7 3700U პლატფორმითა და Radeon RX Vega 10 გრაფიკით, ან Ryzen 5 3500U პროცესორით. SSD ბარათის მოცულობა ნებისმიერ შემთხვევაში 512 გიგაბაიტია. უფროს მოდელს აქვს 42-ვატიანი ბატარეა, უმცროს მოდელს კი - 56-ვატიანი. 

ლეპტოპები ხელმისაწვდომია ოპერაციული სისტემა Windows 10-ით ან Linux-ით. Honor MagicBook 15 მოდელის ფასი, რომელსაც აქვს 256 გბ SSD და ოპერაციული სისტემა Linux - შეადგენს 470 აშშ დოლარს. გაორმაგებული მეხსიერების მოცულობის მქონე მოდელი კი შეფასებულია 515 დოლარად. Windows 10-ისთვის საჭიროა კიდევ 40 აშშ დოლარის დამატება. 

Honor MagicBook 14 შედრებით ძვირია. ვერსია Ryzen 5 3500U პროცესორითა და Windows 10-ით ღირს 555, Linux-ით კი - 515 აშშ დოლარი. მოდიფიკაცია Ryzen 7 3700U პროცესორით კი ოპერაციული სისტემის მიუხედავად 45 დოლარით მეტი ღირს. ლეპტოპების გაყიდვა დაიწყება 1 დეკემბრიდან. 

 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.