Magdalena Posted November 29, 2019 Posted November 29, 2019 კომპანია AAEON-მა, რომელიც ASUS-ის კუთვნილებაა, წარადგინა მცირე ფორმ-ფაქტორის ინტეგრირებადი კომპიუტერი BOXER-8220AI, რომელიც განკუთვნილია საწარმოო სფეროებში გამოყენებისთვის. მინი კომპიუტერის კორპუსის გაბარიტებია 154 × 101 × 30 მმ, საფუძვლად უდევს გამომთვლელი მოდული NVIDIA Jetson Nano ოთხი ARM Cortex-A57 ბირთვით, რომლებიც ფუნქციონირებს 1,43 გჰც-მდე ტაქტის სიხშირეზე. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ამაჩქარებელი Maxwell GPU. LPDDR4 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს, მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია 16 გბ მოცულობის eMMC მოდული. კომპიუტერს არ აქვს ქულერი. მოწყობილობის ექსპლუატაცია დასაშვებია -20-დან +60 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურაზე. კომპიუტერს აქვს ხუთი ქსელური პორტი Gigabit Ethernet. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ოთხი USB 3.0 კონექტორი, HDMI ინტერფეისი და Micro-USB. მოწყობილობა მუშაობს ACLinux 4.9 ოპერაციულ სისტემაზე. მისი საორიენტაციო ფასი შეადგენს 480 აშშ დოლარს. https://servernews.ru/998549 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.