Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

პლატფორმა Bakkt უპირველეს ყოვლისა ამოქმედებულ იქნა ინსტიტუციონალიზებული ინვესტორების მიმართ ორიენტირით, თუმცა სამომხმარებლო ასპექტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიპტოვალუტების მასობრივ მიღებაში - ამტკიცებს კომპანიის ოპერაციების დირექტორი ედამ უაიტი. მისი სიტყვებით, თავისი პროდუქტების შექმნისას Bakkt ცდილობს თავიდან აირიოს საბაზრო სპეკულაციებთან შეხება. 

პორტალ EJ Insight-თან ინტერვიუში, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდა Intercontinental Exchange Asia Pacific-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯენიფერ ილკივი, ედა უაიტმა ხაზი გაუსვა, რომ Bakkt-ის დევანდელი მდგომარეობა მომხმარებლებს ხელს უწყობს უკეთ მოახდინონ ორიენტირება Bitcoin-ის საბაზრო ფასის საკიხებში, აგრეთვე აზღვევს მათ შესაძლო რისკებისგან. 

თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ბაზრის განწყობა -  ეს არ გახლავთ მთავარი ფაქტორი Bitcoin-ის აღიარება-მიღებისთვის. 

ხალხმა უნდა დაიწყოს Bitcoin-ის მსგავსი ციფრული აქტივების გამოყენება, რათა გადაჭრან რეალური პრობლემები. ეს არის ის, რასაც ვუწოდებთ აღიარებასა და სარგებელს“ - განაცხადა უაიტმა. 

მან ასევე თქვა, რომ Bakkt-ს აქვს ცალკეული ქვეგანყოფილება, რომელიც მუშაობს იმ ახალი სერვისებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ კრიპტოვალუტების დანერგვის მასშტაბირებას. 

უაიტი შეეხო Stablecoin-ებისადმი მზარდი ინტერესის საკითხსაც და განაცხადა, რომ იგი საკმაოდ ნეიტრალურადაა განწყობილი მაი ფუნქციებისადმი და უფრო მეტი ინტერესით აკვირდება იმ მოვლენებს, რომლებიც ამგავრი აქტივების ირგვლივ ხდება. 

Bakkt-ს ამ დროისთვის არ აქვს არანაირი ისეთი Stablecoin, რომელსაც კომპანია მიიჩნევდა მეურვეობით (custody-ალურ) გადაწყვეტილებად, თუმცა სამომავლოდ პლატფორმამ შესაძოა განიხილოს მსგავსი ვარიანტიც. 

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში Bakkt-მა დაიწყო თავისი სამომხმარებლო საგადასახადო აპლიკაციის ტესტირება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს Bitcoin-ით გადაიხადო სერვისების საფასური. Bakkt-ის აპლიკაციაში პირველი ჩაერთვება ყავის საერთაშორისო ქსელი Starbucks, მისი ამოქმედება 2020 წლის შუა პერიოდისთვისაა დაგეგმილი. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.