Jump to content

Recommended Posts

Posted

ოპერაციული სისტემის დაანონსების დღიდან Huawei-ს მომხმარებლებს მუდმივად აწუხებთ კითხვა - ბოლოს და ბოლოს, როდის გახდება იგი ხელმისაწვდომი სმარტფონებისთვის. Business Insider-ან ინტერვიუში Huawei-ს ვიცე პრეზიდენტმა ვინსენტ პანგმა ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე. 

image.jpeg 

თავდაპირველად გამოცხადებული იყო, რომ ოპერაციული სისტემა Harmony OS განკუთვნილი იქნებოდა არა სმარტფონებისთვის, არამედ მხოლოდ ინტერნეტ-ნივთებისა და სმარტ სახლის მოწყობილობებისთვის, თუმცა ამჯერად ცნობილი გახდა, რომ მისი დაყენება შესაძლებელია მობილურ გაჯეტებშიც. პანგის თქმით, Harmony OS-ის გამოყენებას მომხმარებლები სულ მალე შეძლებენ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დიდწილად დამოკიდებულია ამერიკის სანქციებსა და მის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 

image.jpeg 

ვიცე-პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნებისმიერი გართულების მიუხედავად ოპერაციული სისტემა ამოქმედდება მომდევნო წლის დასაწყისში ან მაქსიმუმ შუა პერიოდში, ე.. დაახლოები 6-7 თვეში. ვინსენტ პანგმა საუბარი დაასრულა იმით, რომ კომპანიამ უკვე გამოტოვა ერთი ფლაგმანის (Huawei Mate 30) გამოშვება საკუთარი ოპერაციული სისტემის გარეშე და ამიტომ მეტად აღარ დაუშვებს ფაქტს - ხელიდან გაუშვას შესაძლებლობა - გამოიყენოს Harmony OS თავის მოწყობილობებში. Huawei-ს წარმომადგენლებმა გარკვეული პერიოდის წინ განაცხადეს, რომ მომდევნო წლიდან მათი სმარტფონები ორ ნაწილად იქნება გაყოფილი: ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, რომლებიც Harmony OS-ზე იმუშავებენ და დანარჩენი მსოფლიოსთვის განკუთვნილი მოწყობილობები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android-ით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.