Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung Electronics-მა წარადგინა თავისი ფლაგმანური ფაბლეტი Note10+-ის სპეციალური ვერსია. დაანონსებული მოწყობილობის სახელია Galaxy Note10+ Star Wars. იგი ხასიათდება „ვარსკვლავური ომების სტილის დიზაინითა და თემატური ციფრული კონტენტით. 

image.jpeg 

ახალი ფაბლეტის გამოშვება ეძღვნება ფილმ Star Wars: The Rise of Skywalker”-ის რელიზს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერშია მოსალოდნელი და იქნება სკაიუოკერის საგის ფინალური ნაწილი. 

Galaxy Note10+ Star Wars კომპლექტაციაში შედის სპეციალურად გაფორმებული მოწყობილობა და აქსესუარები: სმარტფონი Galaxy Note10+ „ვარსკვლავური ომების“ სიმბოლიკით, ქეისი, ლითონის საკოლექციო ნიშანი, სტილუსი S Pen წითელ ფერში და უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds. 

image.jpeg 

Samsung Galaxy-ს მოწყობილობები შექმნილია იმისთვის, რომ „ვარსკვლავური ომების“ თაყვანისმცემლებმა ოცნება აისრულონ. ეს ადამიანები დაუჯერებლად ერთგული ფანატები არიან. ჩვენ მუდამ ვეძებთ ახალ საშუალებებს - გავაფართოვო  მობილური გამოცდილება, ახალი ფილმის გამოსვლის მოლოდინი ჩვენთვის შესანიშნავი მიზეზია გავაერთიანოთ Galaxy-სერიის მოწყობილობები და საუკეთესო გალაქტიკათშორისი ისტორია“ - აცხადებს Samsung. 

image.jpeg 

ტექნიკური მიმართულებით Galaxy Note10+ Star Wars სტანდარტული მოდელისგან მონაცემებით არ განსხვავდება: აქვს 6.8-დუიმიანი Dynamic AMOLED  ეკრანი გაფართოებით 3040 × 1440 პიქსელი, პროცესორი Samsung Exynos 9825 Octa, 12 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ოთხმოდულიანი ძირიადი კამერა. 

Galaxy Note10+ Star Wars დეკემბრიდან გაიყიდება დაახლოებით 1570 აშშ დოლარად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.