Magdalena Posted November 20, 2019 Posted November 20, 2019 კომპანია Samsung Electronics-მა წარადგინა თავისი ფლაგმანური ფაბლეტი Note10+-ის სპეციალური ვერსია. დაანონსებული მოწყობილობის სახელია Galaxy Note10+ Star Wars. იგი ხასიათდება „ვარსკვლავური ომების“ სტილის დიზაინითა და თემატური ციფრული კონტენტით. ახალი ფაბლეტის გამოშვება ეძღვნება ფილმ “Star Wars: The Rise of Skywalker”-ის რელიზს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერშია მოსალოდნელი და იქნება სკაიუოკერის საგის ფინალური ნაწილი. Galaxy Note10+ Star Wars კომპლექტაციაში შედის სპეციალურად გაფორმებული მოწყობილობა და აქსესუარები: სმარტფონი Galaxy Note10+ „ვარსკვლავური ომების“ სიმბოლიკით, ქეისი, ლითონის საკოლექციო ნიშანი, სტილუსი S Pen წითელ ფერში და უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds. „Samsung Galaxy-ს მოწყობილობები შექმნილია იმისთვის, რომ „ვარსკვლავური ომების“ თაყვანისმცემლებმა ოცნება აისრულონ. ეს ადამიანები დაუჯერებლად ერთგული ფანატები არიან. ჩვენ მუდამ ვეძებთ ახალ საშუალებებს - გავაფართოვოთ მობილური გამოცდილება, ახალი ფილმის გამოსვლის მოლოდინი ჩვენთვის შესანიშნავი მიზეზია გავაერთიანოთ Galaxy-სერიის მოწყობილობები და საუკეთესო გალაქტიკათშორისი ისტორია“ - აცხადებს Samsung. ტექნიკური მიმართულებით Galaxy Note10+ Star Wars სტანდარტული მოდელისგან მონაცემებით არ განსხვავდება: აქვს 6.8-დუიმიანი Dynamic AMOLED ეკრანი გაფართოებით 3040 × 1440 პიქსელი, პროცესორი Samsung Exynos 9825 Octa, 12 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ოთხმოდულიანი ძირითადი კამერა. Galaxy Note10+ Star Wars დეკემბრიდან გაიყიდება დაახლოებით 1570 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/997962 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.