Magdalena Posted November 19, 2019 Posted November 19, 2019 Libra Association-ის წარმომადგენლებმა გაასაჯაროვეს სოციალურ ქსელ Facebook-ის ციფრული ვალუტის შექმნის პროექტის შემუშავების დეტალები, რომელშიც სხვა ცნობებთან ერთად მოცემულია, რომ წარმატებით მოხდა Libra-ს მთავარი ქსელის წინასწარ რეჟიმში ამოქმედება. როგორც პროექტის ბლოგშია ნათქვამი, დღეისათვის ამ ქსელს, რომელიც სამომავლო მთავარი ქსელის ასლს წარმოადგენს, აქვს შვიდი აქტიური ნოუდი. კიდევ 14 ნოუდი, რომელთაგან რვა კონტროლდება Libra-ს ტექნიკური ჯგუფის მიერ, ამოქმედებისთვის ემზადება. რაც შეეხება სატესტო ქსელს, სექტემბრიდან მოყოლებული მასში 51 ათასზე მეტი ტრანზაქციაა დარეგისტრირებული. ამ დროისათვის Libra-ს სატესტო ქსელში შექმნილია 34 სხვადასხვა პროექტი, მათ შორის 10 ელექტრონული საფულე და 11 ბრაუზერი. პუბლიკაციაში აგრეთვე საუბარია სამიტ Libra Core-ზე, რომელიც ჩატარდა Libra Association-ის ტექნიკური ჯგუფის წევრების მონაწილეობით და სამიტის მიზანს წარმოადგენდა პროეტზე რაც შეიძლება ბევრი ანტრეპრენერის მოზიდვა. ორგანიზაციის გეგმებში შედის ამგვარი ღინისძიებების ჩატარება, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს რეგულარულად განიხილონ Libra-ს ეკოსისტემის პრობლემები და შესაძლებლობები. https://forklog.com/razrabotchiki-libra-zapustili-v-predvaritelnom-rezhime-osnovnuyu-set-proekta/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.