Jump to content

Recommended Posts

Posted

შეერთებული შტატების პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების მართვის სააგენტომ გაასაჯაროვა Samsung-ის საპატენტო დოკუმენტაცია, რომელიც ეხება საინტერესო დიზაინის მქონე სმარტფონს. 

როგორც ჩანს, სამხარეთკორეული ტექნოგიგანტი მუშაობს ე.წ 3D-დისპლეის მქონე მოწყობილობაზე. მოწყობილობის ეკრანი დრეკადი იქნება და შესაძლებელია იქნება მისი ოთხივე მხარეს დაკეცვა. სმარტფონის ფრონტალური ანელი ჩარჩოების გარეშე იქნება წარმოდგენილი. 

image.jpeg 

უფრო მეტიც, სმარტფონისთვის გათვალისწინებულია Side-Touch ტექნოლოგიის გამოყენება. საუბარია გვერდითი მართვის სისტემაზე: დისპლეის დაკეცილ ნაწილებზე აისახება აპლიკაციების პიქტოგრამები, შეტყობინებებზე წვდომისათვის საჭირო სიმბოლოები, გალერეა და ა.შ. 

საპატენტო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა მოწყობილობებშიც. მათ შორისაა პლანშეტური კომპიუტერები, სმარტ საათები, პორტატული გეიმინგ კონსოლები და ტელევიზორებიც კი. 

image.jpeg 

იმის შესახებ, თუ როდისთვის აპირებს Samsung ახალი მოწყობილობის ბაზარზე გამოტანას, ჯერჯერობით არაფერი თქმულა. თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ 3D-დისპლეი და ტექნოლოგია Side-Touch Galaxy-სერიის მომავალ ფლაგმანურ მოწყობილობებში გამოჩნდეს. 

უნდა აღინიშნოს, რომ Samsung მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ IDC-ის შეფასებით მოახდინა 78,2 მლნ მოწყობილობის რეალიზება და დაიკავა მსოფლიო წარმოების 21.8 %. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.