Magdalena Posted November 18, 2019 Posted November 18, 2019 დამოუკიდებელმა დეველოპერმა და კრიპტო-კონსულტანტმა Udi Wertheimer-მა განაცხადა, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში TRON უკან ჩამოიტოვებს Ethereum-ს, როგორც ლიდერ პლატფორმას დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის. ამ განცხადების გამო Wertheimer ტროლინგში დაადანაშაულეს. „TRON აპირებს Ethereum-ს წინ გაუსწროს დაახლოებით ერთ წელში და ეს არ არის ხუმრობა. DeFi-ს წარმომადგენლები ჯერ ვერ აცნობიერებენ ამას, მაგრამ ისინი TRON-ის დამფუძნებლისთვის იმუშავებენ მაშინ, როდესაც იგი ConsenSys-ს შეიძენს“ - განაცხადა Udi Wertheimer-მა. Wertheimer-მა საკუთარი აზრი გამოთქვა მას შემდეგ, რაც TRON-ის დამფუძნებელმა ჯასტინ სანმა გაახმაურა პლატფორმის თანამშრომლობის გეგმები Bitcoin-ბირჟა Poloniex-თან. ანტრეპრენერმა ასევე დაადასტურა ბირჟაზე წილის ყიდვის ფაქტიც. Wertheimer-ის აზრით TRON აღემატება Ethereum-ს განვითარების, ტრანზაქციების სისწრაფისა და ცენზურის მდგრადობის მხრივ, ასევე ბიზნესის თვალსაზრისით. კომენტატორებმა იგი არა მარტო ტროლინგში დაადანაშაულეს, არამედ შეახსენეს TRON-ის პროექტისა და თავად ჯასტინ სანის არც ისე ცალსახა რეპუტაციის შესახებ. Udi Wertheimer ერთადერთი არ გახლავთ, ვინც თვლის, რომ TRON-საც და EOS-საც შეუძლია წაართვას ბაზარზე წილი Ethereum-ს. ზოგი კი Ethereum-ს სულაც „ტექნოლოგიურ ჩიხს“ უწოდებს. https://forklog.com/mnenie-uzhe-cherez-god-tron-perehvatit-liderstvo-u-ethereum/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.