Jump to content

Recommended Posts

Posted

Xiaomi-ს თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Lei Jun-მა ისაუბრა კომპანიის გეგმების შესახებ, რომლებიც უკავშირდება მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე სმარტფონების სერიის განვითარებას. 

image.jpeg 

როგორც Lei Jun-მა აღნიშნა, 2020 წლისთვის ყველა მოდელი, რომლის ფასიც აღემატება 2000 იუანს (დაახლოებით 285-300 აშშ დოლარი) მიიღებ 5G ქსელის მხარდაჭერას. ამრიგად, მეხუთე თაობის ქსელში იმუშავებს Xiaomi-ს საშუალო დონის სმარტფონებიც კი. 

კომპანიის ხელმძღვანელმა აგრეთვე განაცხადა, რომ მომდევნო წლისთვის დაგეგმილია მინიმუმ ათი ახალი 5G აპარატის ანონსი, თანაც ბიუჯეტური მოწყობილობები 2020 წლის პირველი ნახევრიდანვე გამოვა. 

image.jpeg 

ჯამში, Xiaomi აპირებს აქტიურად განავითაროს და ბაზარზე წინ წამოსწიოს პროდუქტები, რომლებიც მეხუთე თაობის ქსელზეა გათვლილი. ამგვარი მოწყობილობები გამოვა ბრენდ Redmi-ს ფარგლებშიც.  

IDC-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ჩინეთში მოხდა დაახლოებით 485 ათასი 5G სმარტფონის რეალიზება. ამგვარი მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების ლიდერებში შედიან Vivo, Samsung, Huawei, Xiaomi და ZTE. მათი საბაზრო წილი შეადგენს 54,3 %, 29,0 %, 9,5 %, 4,6 % და 1,5 %-ს, შესაბამისად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.