Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-ს ახალი GPU-ს გამოსვლამ, მწარმოებლებს ერთგვარი სიგნალი მისცა, რომ დაემზადებინათ 3D-ბარათები მის ბაზაზე. ინფორმაცია Zotac-ის, Palit-ის და Point of View-ს ამ პროდუქტების შესახებ, ჩვენს საიტზე უკვე დაიდო, ამჯერად კი, მოდით გავეცნოთ Gainward-ის მიერ შემოთავაზებულ ორ მოდელსაც, ესენია: Gainward GTX 550 Ti 1024MB Golden Sample და Gainward GTX 550 Ti 1024MB (ზედა და ქვედა სურათები შესაბამისად).

Wvliq3Nu.jpg

სახელწოდებაში Golden Sample-ის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ბარათი მუშაობს გაზრდილ სიხშირეებზე. ბირთვის ტაქტური მაჩვენებელი 900-ის მაგივრად უკვე 1000 მჰზ-ია, პროდუქტი აღჭურვილია 1 გბ GDDR5 მეხსიერებით, რომელმაც ასევე მოიმატა და 4100-დან მიაღწია 4400 მჰზ-ს. გარდა ამისა, მწარმოებელი ირწმუნება, რომ დარჩენილია მნიშვნელოვანი პოტენციალი იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს სიხშირეების კიდევ უფრო გაზრდა. ასეთი ნიშნულების ჩვენება კი მოხერხდა Gainward Great 8 სმ-იანი (GR8) ფენის მეშვეობით, რომელსაც გააჩნია 11 ფარფლი. კომპანიის შეფასებით, ამ კომპონენტს, ქარხნული გაგრილების სისტემით აღჭურვილ ვენტილატორებთან შედარებით, შეუძლია 22%-ით უფრო მეტი ჰაერის ნაკადის შექმნა.

VRZ2OnNS.jpg

საინტერესოა, რომ მეორე მოდელში გამოყენებულია ზუსტად ასეთი ფენი, თუმცა რამდენადმე შეცვლილია გაგრილების სისტემა. Gainward GeForce GTX 550 Ti-ის კომპონენტები იმყოფებიან რეფერენსული მოდელის მსგავს სიხშირეებზე. მწარმოებელი აგრეთვე აღნიშნავს, რომ გაზრდილი ეფექტურობის მქონე ქულერი და მაღალხარისხოვანი დეტალების გამოყენება, ძირითადად საუბარია იაპონურ კონდენსატორებზე, უზრუნველყოფს მუშაობის სტაბილურობას - 'აგრესიული აჩქარების' შემთხვევაშიც კი. ექსპერიმენტების მოყვარულთათვის კი, კომპლექტში შესულია Gainward Expertool უტილიტა.

ბარათებმა მიიღეს თითო-თითო DVI-I, HDMI და VGA გასასვლელები.

კომპლექტში აგრეთვე ნახავთ CUDA-ს მხარდაჭერის მქონე პროგრამა Super LoiLoScope-ს, რომელიც განკუთვნილია ვიდეოს რედაქტირებისათვის და კუპონი მისი სრული ვერსიის შესაძენად, 25%-იანი ფასდაკლებით.

  • Upvote 8
Posted

თავის "საფირმო" ნაცრისფერ (თუ ვერცხლისფერ) ვერსიას არ გამოუშვებს?

Posted

ა ჩო, მე მომწონს

  • 2 months later...
Posted

Gainward GeForce GTX 550 Ti GS-ის აბზორი რუსულათ http://www.3dnews.ru/video/611679/

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.