Magdalena Posted November 15, 2019 Posted November 15, 2019 კომპანია SpaceX-ის სპეციალისტებმა წარმატებით განახორციელეს პილოტირებული კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ის ძრავისა და ევაკუაციის სისტემის შემოწმება. სიახლის შესახებ თავდაპირველად კომპანიის კუთვნილ სოციალურ ქსელში დაიწერა, შემდეგ კი დეტალური ინფორმაცია გამოჩნდა ამერიკული აეროკოსმოსური სააგენტო NASA-ს ვებ-გვერდზე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში ძრავის ანალოგიური გამოცდისას საგანგებო სიტუაცია შეიქმნა, რამაც გამოიწვია კოსმოსური ხომალდის აფეთქება. დაიწყო ინციდენტის შესწავლა SpaceX-ისა და NASA-ს სპეციალისტების მიერ და აღმოჩნდა, რომ თხევადი საწვავის ნაწილმა ჰელიუმის გამაძლიერებელ სისტემაში მოულოდნელად გამოიწვია აალება, რის გამოც მოხდა აფეთქება. ამის საფუძველზე SpaceX-ის ინჟინრებმა გადააკეთეს სისტემის კომპონენტები, რათა მსგავსი ვითარება თავიდან აერიდებინათ. „ჩატარდა საევაკუაციო სისტემის სრულფასოვანი გამოცდა. SpaceX-ისა და NASA-ს სპეციალისტები ამ დრომდე აანალიზებენ მიღებულ მონაცემებს და მუშაობენ საევაკუაციო სისტემის დემონსტრაციაზე“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში. მოსალოდნელია, რომ მიღებული მონაცემების ანალიზისა და აღჭურვილობის შემოწმებების შემდეგ SpaceX-ისა და NASA-ს სპეციალისტები გამოაცხადებენ თარიღს, თუ როდის მოხდება Crew Dragon-ის ფრენის გამოცდა. https://3dnews.ru/997646 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.