Jump to content

Recommended Posts

Posted

Seagate-მა საუბრა თავის გეგმებზე უახლოესი წლების განმავლობაში. კომპანია მელი ძალით იბრძვის ბაზარზე HDD ტექნოლოგიის აქტუალურობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ SSD-ების უპირატესობა უკვე კარგად აღქმული და აღიარებულია, გარკვეულ პირობებში მაინც გონივრულია დიდი მოცულობის მყარი დისკების გამოყენება. კომპანია გულმოდგინედ ცდილობს წინ წამოწიოს თავისი ახალი ტექნოლოგია HAMR, რომლის მეშვეობითაც ხდება ჩაწერის სიმჭიდროვის გაზრდა ტრადიციულ დისკებზე. 

image.jpeg 

image.jpeg 

18 და 20-ტერაბაიტიანი მყარი დისკების წარმოების გეგმა 2020 წლის პირველ ნახევარში ნამდვილად გამართლებული და მოსალოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ მცირე ხნის წინ უკვე წარადგინა 16 ტერაბაიტი მოცულობის მყარი დისკები. ამგვარ დისკებში ჯერჯერობით კვლავ გამოყენებული იქნება შედარებით ძველი ტექნოლოგიები, როგორებიცაა CMR (სტანდარტული მაგნიტური ჩაწერა) და SMR (გალვანური მაგნიტური აწერა). მოგვიანებით კი კომპანია გამოიყენებს თავის დაპატენტებულ ახალ ტექნოლოგი HAMR-ს (Heat Assisted Magnetic Recording) უფრო მაღალი წრმადობისა და სიმჭიდროვის მქონე განახლებული 20 ტბ და 20 ტბ+ მყარი დისკებისთვის. Seagate-ის გეგმებში ასევე შედის ისეთი მყარი დისკების გამოშვება, რომლებშიც გამოყენებული იქნება წაკითხვა/ჩაწერის ორი ნაკრები ერთის ნაცვლად. 

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.