Magdalena Posted November 10, 2019 Posted November 10, 2019 ფაქტი, რომ ანონსისთვის მზადდებოდა ბიუჯეტური პროცესორი Athlon 3000G - დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენდა. ამჯერად უკვე მოხდა ამ მოდელის ოფიციალური წარდგენა და AMD-მ თავის პრეს-რელიზში მას უწოდა პირველი Athlon პროცესორი Zen არქიტექტურის თაობიდან, რომელიც გვთავაზობს გამარტივებული აჩქარების პროცედურას. არსობრივად, დამატებითი „ნული“ მოდელის დასახელებაში ხაზს უსვამს, რომ მოცემული პროცესორი გამოირჩევა Athlon Picasso-ს დანარჩენი პროცესორებისგან. ახალი პროცესორის მახასიათებლები ცნობილია: ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი, საბაზისო სიხშირე 3.5 გჰც იზრდება არა ავტომატურად, არამედ ოვერქლოქინგის სტანდარტული ინსტრუმენტების მეშვეობით. პრეზენტაციაზე AMD-მ ისაუბრა ამ პროცესორის აჩქარების მოკრძალებულ შესაძლებლობებზე, რომლის თანახმადაც 3/.9 გჰც მიიღწევა, თუმცა ეს ზღვარი სავარაუდოდ მხოლოდ საილუსტრაციო მიზნითაა დადგენილი. Athlon 3000G-ის კონკურენტად მიიჩნევა Pentium G5400, რომელიც 73 აშშ დოლარი ღირს, AMD-ს ახალი პროცესორი კი 49 დოლარად გაიყიდება. რეალურად, ეს პროცესორი ოვერქლოქინგს თავდაპირველ აზრს უბრუნებს, როდესაც ბიუჯეტური პროცესორისგან მოითხოვებოდა მაქსიმალური შესაძლო წარმადობა, რომელიც მიიღწეოდა სიხშირეების აჩქარებით. Radeon Vega 3-ის გრაფიკული ქვესისტემა მუშაობს 1100 მჰც სიხშირეზე, მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა 4 მბაიტს შეადგენს, TDP-ის დონე კი ნომინალურ რეჟიმებში 35 ვატს არ აღემატება. Athlon 3000G გაყიდვაში 19 ნოემბერს გამოვა. აღსანიშნავია, რომ AMD-ის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ეს მოდელი 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესითაა დამზადებული, დედა დაფების მწარმოებლებისგან კი ცნობილია, რომ იგი 12-ნანომეტრიან Picasso-თაობას მიეკუთვნება. Socket AM4-ის მქონე ბიუჯეტური დაფების მფლობელებს აუცილებლად გაახარებთ AMD-ის ახალი პროცესორი, რადგანაც შეძლებენ შეიძინონ საკმაოდ თანამედროვე და ბიუჯეტური პროცესორი აჩქარების შესაძლებლობით. https://3dnews.ru/997190 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.