Magdalena Posted November 5, 2019 Posted November 5, 2019 კომპანია Dell-მა წარადგინა ახალი დაცული პლანშეტი Dell Latitude 7220 Rugged Extreme, რომელიც განკუთვნილია ყველაზე რთულ პირობებში ექსპლუატაციისთვის. 12-დუიმიან Full HD დისპლეის აქვს 1000-ნიტიანი სიკაშკაშის მაჩვენებელი და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი, რაც ოპტიმალურია ღია სივრცეში გამოყენებისთვის, აგრთვე შესაძლებელია მისი ხელთათმანებით მოხმარებაც. პარალელურად, კომპლექტში შედის ელექტრონული ფანქარი. პლანშეტის გამოყენების სფერო მეტად ფართოა - საწარმოო დაწესებულებებიდან და სამედიცინო სამსახურებიდან დაწყებული - ტროპიკული და არქტიკული ექსპედიციებით დამთავრებული. პლანშეტი შეესაბამება MIL-STD-810G/H სტანდარტს, რაც მთელი რიგი ტესტირებით დადასტურდა. მოწყობილობას აქვს IP-65 სტანდარტის დაცვის სერტიფიკატი, რაც გულისხმობს წყლისა და მტვრისგან დაცვას. გამოცდისას პლანშეტმა გაუძლო 1.2 მეტრი სიმაღლიდან დაცემას, აგრეთვე -29-დან +63 გრადუს ცელსიუსამდე დიაპაზონის ტემპერატურას თანაც ისე, რომ ქმედითუნარიანი დარჩა. შიდა კომპონენტებიდან ცნობილია შემდეგი: მერვე თაობის Intel Core პროცესორი, 2 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD-ები. კონკრეტული კონფიგურაცია შერჩეული იქნება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. ხელმისაწვდომია ორი მოხსნადი ბატარეის მქონე კონფიგურაციაც: შესაძლებელია მათი რიგრიგობით გამოყენება პლანშეტის გამორთვის გარეშე. გარესამყაროსთან კავშირისთვის ხელმისაწვდომია 4G LTE მოდემი, Wi-Fi 802.11ax და WWAN, WLAN, GPS რადიოსიხშირეების გამოყენების ფუნქცია. ინფორმაციის დაცვის მიზნით გათვალისწინებულია სახის ამომცნობი სისტემა ინფრაწითელი კამერის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია პლანშეტის აღჭურვა დაქტილოსკოპიური სკანერითა და სმარტ-ბარათებით. ახალი პლანშეტი გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა და მისი ფასი იქნება 2500 აშშ დოლარი. როგორც წესი, მსგავსი სეგმენტის პროდუქტები თავისუფალ გაყიდვაში იშვიათად გამოდის და ძირიდად კორპორატიული მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/31343/ekstremalno-zaschischennyj-planshet-dell-latitude-7220-rugged-extreme Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.