Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Dell-მა წარადგინა ახალი დაცული პლანშეტი Dell Latitude 7220 Rugged Extreme, რომელიც განკუთვნილია ყველაზე რთულ პირობებში ექსპლუატაციისთვის. 12-დუიმიან Full HD დისპლეის აქვს 1000-ნიტიანი სიკაშკაშის მაჩვენებელი და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი, რაც ოპტიმალურია ღია სივრცეში გამოყენებისთვის, აგრთვე შესაძებელია მისი ხელთათმანებით მოხმარებაც. პარალელურად, კომპლექტში შედის ელექტრონული ფანქარი. პლანშეტის გამოყენების სფერო მეტად ფართოა - საწარმოო დაწესებულებებიდან და სამედიცინო სამსახურებიდან დაწყებული - ტროპიკული და არქტიკული ექსპედიციებით დამთავრებული. 

image.jpeg 

პლანშეტი შეესაბამება MIL-STD-810G/H სტანდარტს, რაც მთელი რიგი ტესტირებით დადასტურდა. მოწყობილობას აქვს IP-65 სტანდარტის დაცვის სერტიფიკატი, რაც გულისხმობს წყლისა და მტვრისგან დაცვას. გამოცდისას პლანშეტმა გაუძლო 1.2 მეტრი სიმაღლიდან დაცემას, აგრეთვე -29-დან +63 გრადუს ცელსიუსამდე დიაპაზონის ტემპერატურას ანაც ისე, რომ ქმედითუნარიანი დარჩა. 

შიდა კომპონენტებიდან ცნობილია შემდეგი: მერვე თაობის Intel Core პროცესორი, 2 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD-ები. კონკრეტული კონფიგურაცია შერჩეული იქნება დამკვეთის მოხოვნების შესაბამისად. ხელმისაწვდომია ორი მოხსნადი ბატარეის მქონე კონფიგურაციაც: შესაძლებელია მათი რიგრიგობით გამოყენება პლანშეტის გამორთვის გარეშე. 

გარესამყაროსთან კავშირისთვის ხელმისაწვდომია 4G LTE მოდემი, Wi-Fi 802.11ax და WWAN, WLAN, GPS რადიოსიხშირეების გამოყენების ფუნქცია. ინფორმაციის დაცვის მიზნით გათვალისწინებულია სახის ამომცნობი სისტემა ინფრაწითელი კამერის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია პლანშეტის აღჭურვა დაქტილოსკოპიური სკანერითა და სმარტ-ბარაებით. 

ახალი პლანშეტი გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა და მისი ფასი იქნება 2500 აშშ დოლარი. როგორც წესი, მსგავსი სეგმენტის პროდუქტები თავისუფალ გაყიდვაში იშვიათად გამოდის და ძირიდად კორპორატიული მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.