Magdalena Posted November 4, 2019 Posted November 4, 2019 Pcgamesn-ის ექსპერტები დაგვეხმარებიან, როგორ ავარჩიოთ საუკეთესო SSD ბიუჯეტის შესაბამისად. ყველაზე საიმედო SSD: Intel 600p. ეს დისკი არ არის ყველაზე სწრაფი Intel-ის მაღალი წარმადობის SSD-ებს შორის. ეს გახლავთ უფრო ოქროს შუალედი სწრაფ SATA 3-სა და ტოპ NVME SSD-ებს შორის. ამასთან, ექსპერტები გვირჩევენ ყურადღება გავამახვილოთ მის 512-გიგაბაიტიან ვერსიაზე, რომელიც გამოირჩევა წარმადობისა და სისწრაფის შესანიშნავი შეფარდებით. საუკეთესო NVMe-დისკი: Samsung 970 Pro. სწრაფ NVMe SSD-ებსა და მათ შედარებით ნელ SATA „თანამოძმეებს“ შორის მთელი უფსკრულია. როდესაც საქმე თამაშებს ეხება, ბიუჯეტურ SSD-ებსა და ტოპ პროდუქტ Samsung 970 Pro-ს შორის განსხვავება დიდი არაა, მაგრამ ეს დიდი ალბათობით ვერ შეაჩერებს მათ, ვინც უკომპრომისო სიჩქარესა და საიმედოობას აფასებს. Pcgamesn-ის ექსპერტების აზრით ეს დისკი პრაქტიკულად ხელშეუხებელია. შეაფასეთ - 1200 ტბ მონაცემების გადაწერა 3500 მბ/წმ სიჩქარით. მომგებიანი ფასი: Samsung 860 EVO. Samsung-ს წარმოების სრულიად ჩაკეტილი ციკლი აქვს. სწორედ ამიტომ კომპანია თავს უფლებას აძლევს თავის ბიუჯეტურ SSD-ებს მეტად მიმზიდველი ფასი დაადოს. 860 EVO ძვირია ბევრ სხვა ბიუჯეტურ დისკზე, თუმცა თუკი შევადარებთ რეალურ სიჩქარესა და საიმედოობას, არჩევანი ნათელი ხდება: მხოლოდ Samsung 860 EVO. საუკეთესო საუკეთესოთა შორის: Intel Optane SSD 905P. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს SSD ყველასთვის არ არის განკუთვნილი: საქმე მხოლოდ მის ღირებულებაში არაა. დღესდღეობით ძალიან ცოტა არჩევანია იმისთვის, რომ ამ დისკის მთელი, უზარმაზარი სიმძლავრე დაგჭირდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი მოწინავე წარმადობის ტექნოლოგიების დანაკლისს განიცდით, მაშინ საუკეთესო SSD-სგან 600 დოლარი გაშორებთ. ამ ფასად 480 გბ ვერსიის შეძენაა შესაძლებელი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31325/luchshij-ssd-oseni-2019-goda-dlya-ljubogo-koshelka-ot-ekspertov-rcgamesn Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.