Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Manli-მ დააანონსა რამდენიმე გრაფიკული ამაჩქარებელი სერიიდან GeForce GTX 1660 Super, რომლებიც აწყობილია NVIDIA Turing არქიტექტურაზე. 

image.jpeg 

მოკლედ შეგახსენებთ დასახელებული სერიის ვიდეო ბარათების მახასიათებლებს: 1408 ნაკადური პროცესორი და 6 გბ GDDR6 მეხსიერება 192-ბიტიანი bus-ით (14 გჰც). ეტალონური პროდუქტების საბაზისო სიხშირე 1530 მეგაჰერცს შეადგენს, ფორსირებული - 1785 მჰც-ს. 

image.jpeg 

Manli-ს ვიდეო ბარათების სერიაში შევიდა GeForce GTX 1660 Super-ის შემოკლებული“ვერსია. მისი სიგრძე მხოლოდ 160 სანტიმეტრია, რის გამოც იგი კომპაქტურ კორპუსში დაყენებისთვისაა გამოსადეგი. გაგრილების სისტემა ერთი ვენტილატორის მქონე, ბარათი მუშაობს რეფერენსულ სიხშირეებზე. 

image.jpeg 

გარდა ამისა, დაანონსდა ამაჩქარებლები Manli GeForce GTX 1660 Super with Twin Cooler და Manli GeForce GTX 1660 Super with Heatsink Blower Fan. პირველი მათგანი, როგორც სახელებიდან ჩანს, აღჭურვილია ორი ქულერით, მეორე - მაღალი ეფექტურობის მქონე Blower Fan-ით, რომელიც ბრუნვის დიდი სისწრაფით ხასიათდება. სიხშირეები ეტალონურ მაჩვენებლებს შესაბამება. 

image.jpeg 

და ბოლოს, წარმოდგენილია ვიდეო დაფა Manli GeForce GTX1660 Super Gallardo ქარხნული აჩქარებით: ჩიპის ბირთვის მაქსიმალური სიხშირე 1830 მეგაჰერცს აღწევს, გაგრილების სისტემაში ორი ქულერია მოცემული. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.