Magdalena Posted October 28, 2019 Posted October 28, 2019 კომპანია Tesla-მ წარადგინა ახალი თაობის მზის პანელები, რომლებიც განკუთვნილია სახლის სახურავებზე განთავსებისთვის. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ კომპანია აპირებს ამგვარი პანელების მასიურ წარმოებას. ილონ მასკის თქმით, ახალი თაობის ბატარეები იმ ჩვეულებრივ სახურავებზე იაფი ღირს, რომლებზეც მონტაჟდება სტანდარტული მზის პანელები. ასევე ცნობილია, რომ Tesla-მ უკვე დაიწყო ახალი პანელების დამონტაჟება, უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოება მთელი სიმძლავრით დაიწყება. მასკი თვლის, რომ მომავალში კომპანია შეძლებს ყოველ კვირაში 1000 სახლზე დააყენოს მზის პანელები. განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ პანელების ახალი ვერსია გაცილებით სრულყოფილია წინა ორ მოდელთან შედარებით: კონსტრუქცია გახდა უფრო მარტივი, ენერგოეფექტური და იაფი - აცხადებენ Tesla-ში. სახურავის მინიმალური ფართობი, რომელზეც შესაძლებელია Tesla-ს ახალი მზის პანელები განთავსდეს, 186 მ²-ის ტოლია. სახურავის აღჭურვისთვის საჭირო ყველა კომპონენტის შეძენა 42 ათასი დოლარი ჯდება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პანელების დამონტაჟებას ცალკე ფინანსური სარგებელი აქვს მაშინ, როდესაც სახლის სახურავი უკვე დაძველებულია და რემონტს საჭიროებს. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია მზადაა მომხმარებელს არა მარტო მიაწოდოს პანელები, არამედ თავად დაუმონტაჟოს მთელ სახურავზე: Tesla-ს მომსახურება უფრო იაფია, ვიდრე მთელი სახურავის შეცვლა და სხვა კომპანიის მიერ წარმოებული პანელების შეძენა. ახალი პანელები დაფარულია მუქი, ნაწრთობი მინით. კომპანია 25-წლიან გარანტიას იძლევა პანელებით აღჭურვილ სახურავზე. ამ დროისთვის ხელმისაწვდომია დიზაინის მხოლოდ ერთი ვარიანტი, თუმცა Tesla პირობას იძლევა, რომ ყოველ 6-9 თვეში ერთხელ პანელების გარეგნული სახის ახალ დიზაინს წარადგენს. https://3dnews.ru/996312 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now