Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტოვალუტების ბირჟა Bitfinex-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავი თაღლითობის მსხვერპლად დაასახელა და ბრალი პანამურ კომპანია Crypto Capital-ს დასდო. 

როგორც ადრე გახდა ცნობილი, პოლონეთის პოლიციამ დააპატიმრა კომპანია Crypto Capital-ის პრეზიდენტი ევან მანუელ ლი, რომელიც ბრალდებულია ნარკოკარტელში მონაწილეობასა და Bitcoin-ბირჟა Bitfinex-ის მეშვეობით ფულით გათეთრებაში. 

image.jpeg 

ლი აგრთვე გახლავთ პოლონეთში დარეგისტირებული კომპანია Crypto-ს პრეზიდენტი, ეს კომპანია პრაქტიკულად მთლიანად ეკუთვნი პანამურ კომპანიას. Crypto ემსახურებოდა Bitfinex-ის სადეპოზიტო ანგარიშებს პოლონურ ბანკ Spółdzielczy-ში, თანხის მოცულობამ მილიარდნახევარ აშშ დოლარს მიაღწია. ცნობილია, რომ Crypro Capital-ის სერვისებით ასევე სარგებლობდნენ Binance, Kraken, BitMEX და უკვე გაკოტრებული და გაუქმებული ბირჟა QuadrigaCX. 

Bitfinex-ის ბლოგში ნათქვამია, რომ ლისთან ერთად თაღლითურ საქმიანობაში ფიგურირებს კიდევ ერთი პიროვნება, ვინმე იოზეფ ოზი - Crypto Capital-ის მეორე მონაწილე, რომლის ძებნითაც დაკავებული არიან ნიუ-იორკის შტატის სამართალდაცავი ორგანოები. 

Crypto Capital ამუშავებდა თანხის გარკვეულ ნაწილს Bitfinex-ის სახელით გარკვეული დროის განმავლობაში. ამ პერიოდში Bitfinex-ს ზემოხსენებული პიროვნებებისგან ყალბი ცნობები მიეწოდებოდა“. 

კერძოდ, Crypto Capital მუდმივად ცდილობდა თავი მოეჩვენებინა პატიოსან ორგანიზაციად, რომელიც სწორხაზოვნად მიჰყვებოდა წესებს და ფლობდა ბანკებთან ურთიერთობის მნიშვნელოვან გამოცდილებას.  

Bitfinex თაღლითობის მსხვერპლია და თავის პოზიციას უხსნის შეერთებული შტატებისა და პოლონეთის შესაბამის ორგანებს. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ Crypto Capital-ის სხვა მომხმარებლებზე, მაგრამ არაკანონიერი ქმედებების, მაგალიად ნარკოტიკების გაყიდვისგან მიებული შემოსავლის გათეთრების მიწერა Bitfinex-ისთვის სავსებით არ შეესაბამება რეალობას“. 

ბირჟა დასკვნის სახით აცახდებს, რომ იბრძოლებს სტეიკჰოლდერების თანხის დაბრუნებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ აშშ აგრძელებს სასამართლო გამოძიებას Bitfinex-ზე, რომელიც ბრალდებულია ინვესტორებისგან ფარულად Tether-იდან ფულის სესხებაში. ამასთან, ბირჟა არ წყვეტს მცდელობას - წვდომა მიიღოს Crypto Capital-ში გაყინულ 880 მილიონ აშშ დოლარზე. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.