Magdalena Posted October 28, 2019 Posted October 28, 2019 კრიპტოვალუტების ბირჟა Bitfinex-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავი თაღლითობის მსხვერპლად დაასახელა და ბრალი პანამურ კომპანია Crypto Capital-ს დასდო. როგორც ადრე გახდა ცნობილი, პოლონეთის პოლიციამ დააპატიმრა კომპანია Crypto Capital-ის პრეზიდენტი ევან მანუელ ლი, რომელიც ბრალდებულია ნარკოკარტელში მონაწილეობასა და Bitcoin-ბირჟა Bitfinex-ის მეშვეობით ფულით გათეთრებაში. ლი აგრეთვე გახლავთ პოლონეთში დარეგისტირებული კომპანია Crypto-ს პრეზიდენტი, ეს კომპანია პრაქტიკულად მთლიანად ეკუთვნის პანამურ კომპანიას. Crypto ემსახურებოდა Bitfinex-ის სადეპოზიტო ანგარიშებს პოლონურ ბანკ Spółdzielczy-ში, თანხის მოცულობამ მილიარდნახევარ აშშ დოლარს მიაღწია. ცნობილია, რომ Crypro Capital-ის სერვისებით ასევე სარგებლობდნენ Binance, Kraken, BitMEX და უკვე გაკოტრებული და გაუქმებული ბირჟა QuadrigaCX. Bitfinex-ის ბლოგში ნათქვამია, რომ ლისთან ერთად თაღლითურ საქმიანობაში ფიგურირებს კიდევ ერთი პიროვნება, ვინმე იოზეფ ოზი - Crypto Capital-ის მეორე მონაწილე, რომლის ძებნითაც დაკავებული არიან ნიუ-იორკის შტატის სამართალდამცავი ორგანოები. „Crypto Capital ამუშავებდა თანხის გარკვეულ ნაწილს Bitfinex-ის სახელით გარკვეული დროის განმავლობაში. ამ პერიოდში Bitfinex-ს ზემოთხსენებული პიროვნებებისგან ყალბი ცნობები მიეწოდებოდა“. კერძოდ, Crypto Capital მუდმივად ცდილობდა თავი მოეჩვენებინა პატიოსან ორგანიზაციად, რომელიც სწორხაზოვნად მიჰყვებოდა წესებს და ფლობდა ბანკებთან ურთიერთობის მნიშვნელოვან გამოცდილებას. „Bitfinex თაღლითობის მსხვერპლია და თავის პოზიციას უხსნის შეერთებული შტატებისა და პოლონეთის შესაბამის ორგანებს. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ Crypto Capital-ის სხვა მომხმარებლებზე, მაგრამ არაკანონიერი ქმედებების, მაგალითად ნარკოტიკების გაყიდვისგან მიღებული შემოსავლის გათეთრების მიწერა Bitfinex-ისთვის სავსებით არ შეესაბამება რეალობას“. ბირჟა დასკვნის სახით აცახდებს, რომ იბრძოლებს სტეიკჰოლდერების თანხის დაბრუნებისთვის. შეგახსენებთ, რომ აშშ აგრძელებს სასამართლო გამოძიებას Bitfinex-ზე, რომელიც ბრალდებულია ინვესტორებისგან ფარულად Tether-იდან ფულის სესხებაში. ამასთან, ბირჟა არ წყვეტს მცდელობას - წვდომა მიიღოს Crypto Capital-ში გაყინულ 880 მილიონ აშშ დოლარზე. https://forklog.com/birzha-bitfinex-nazvala-sebya-zhertvoj-moshennichestva/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.