Magdalena Posted October 25, 2019 Posted October 25, 2019 კონტრაქტების საბაზისო აქტივები იქნება Bakkt-ის ყოველთვიური მიწოდების ფიუჩერსები, რომელთა გამოყენებით ვაჭრობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. ახალი სავაჭრო Bitcoin-ინსტრუმენტის ამოქმედება პლატფორმაზე წარმოადგენს მომხმარებლების მხრიდან არსებულ მოთხოვნაზე პასუხს და მან უნდა უზრუნველყოს შესაძლებელობების გაფართოება - აღნიშნა პირად ბლოგზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კელი ლოფლერმა. Bakkt-ის ახალი ინსტრუმენტის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ ეს გახლავთ ევროპული ტიპის option-კონტრაქტები. ამერიკულისგან განსხვავებით, მათი აღსრულება შეუძლებელია მოქმედების ვადის დასრულებამდე. Option-ების ანაზღაურება შესაძლებელი იქნება ფულადი სახით ან კრიპტოვალუტების ფიზიკური მოწოდების ფორმით (ერთ კონტრაქტი უდრის 1 BTC-ს). პლატფორმა სავაჭრო კომისიის ამოქმედებას იანვრიდან დაიწყებს. ძველად Bitcoin-option-ების გამოშვების შესახებ განაცხადა ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟამ (CME). იგი საქმიანობის დაწყებას 2020 წლის დასაწყისისთვის გეგმავდა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ Bakkt-მა გადაწყვიტა ამ მიმართულებით წინ გაესწრო კონკურენტისთვის. https://forklog.com/bakkt-zapustit-bitkoin-optsiony-ranshe-cme/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.