Jump to content

Recommended Posts

Posted

ტოკიოს ავტომოილების გამოფენაზე ოფიციალურად იქნა წარდგენილია იაპონური კომპანია Mazda-ს პირველი სერიული წარმოების ელექტრომობილი.  საუბარია მთლიანად ელექტრო ქროსოვერ MX-30-ზე, რომელიც უკანა კარების უჩვეულო დიზაინითაა წარმოდგენილი. 

image.jpeg 

საქმე ის გახლავთ, რომ უკანა ორივე კარი მანქანის მოძრაობის საპირისპრო მხარეს იხსნება. გარდა ამისა, მანქანას არ აქვს ცენტრალური საყრდენი კარებს შორის, რის ხარჯზეც უფრო მეტი ადგილია გამოავისუფლებული და მგზავრების მანქანაში ჩასხდომა და გადმოსვლა უფრო თავისუფლად ხორციელდება. წინა ჯერზე კარის ამგვარი კონსტრუქცია კომპანიას გამოყენებული ჰქონდა Mazda RX-8-ში.  

image.jpeg 

ელექტრომობილს აქვს 141 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავი და 35,5 კვტ/სთ მოცულობის ბატარეა. უნდა აღინიშნოს, რომ აკუმულატორის ერთი სრული დამუხტვით ავტომობილს შეუძლია 210 კილომეტრის გავლა, რაც საკმაოდ ცოტაა ბაზარზე არსებული სხვა ელექტრომობილების მაჩვენებელთან შედარებით. 

image.jpeg 

მაგალითად, Standard Range Plus ვერსიის Tesla Model 3-ს 400-კილომეტრიანი სვლის მარაგი გააჩნია, Chevy Bolt-ს კი შეუძია 380 კმ მანძილის გავლა. Mazda MX-30-ის გარბენის მარაგი შეგვიძლია შევადაროთ Nissan Leaf-ისა და Mini Electric-ის შესაძლებლობებს, რომლებიც გადიან ერთ დამუხტვაზე 135 და 230 კილომეტრს, შესაბამისად. კომპანია Mazda მიიჩნევს, რომ MX-30 პოპულარობას იმ მომხმარებლებში მოიპოვებს ძირითადად, რომელთაც უკვე ჰყავთ ერთი ავტომობილი და მეორს შეძენა სურთ. 

image.jpeg 

MX-30-ის სალონში გვხვდება შვიდდუიმიანი დისპლეი, რომელიც გამოიყენება კონდიციონერის სამართავად. იგი განთავსებულია გადაცემათა კოლოფის ზემოთ, მანქანის ცენტრალურ კონსოლზე, რომელიც ნაწილობრივ დამზადებულია კორპისგან. 

image.jpeg 

Mazda გეგმავს MX-30-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყოს. ელექტრომობილი იაპონიაში მომდევნო წლის მეორე ნახევარში გამოვა, ევროპის ტერიტორიაზე კი 2021 წელს გახდება ხელმისაწვდომი. ელექტრო ქროსოვერის ფასი დაახლოებით 30 ათასი ევრო იქნება. 

Posted

გადაცემათა კოლოფი ?

ეს რაღაც ახალია :D

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.