Magdalena Posted October 21, 2019 Posted October 21, 2019 Facebook-ის Libra-ს მსგავსი სტაბილური მონეტების გავრცელებამ შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის გლობალურ ძალისხმევაზე - განაცხადა FATF-ის პრეზიდენტმა, წერს სააგენტო Reuters. “თუკი სტაბილური მონეტები ფართოდ გავრცელდება, ამან შესაძლოა ისეთ რისკებამდე მიგვიყვანოს, რომლებიც უკავშირდება ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას“ - თვლის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საზოგადოების ხელმძღვანელი. მან საზოგადოებას გაფრთხილება მისცა, რომ სტაბილური მონეტები და მათ უკან მდგომი კომპანიები დაექვემდებარება კრიპტოვალუტებისა და ტრადიციული აქტივების გლობალურ სტანდარტებს. „ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება ახალი რისკების წინააღმდეგ, რომლებიც სტაბილურ მონეტებს უკავშირდება“ - ხაზი გაუსვა FATF-ის პრეზიდენტმა. FATF-მა უკვე გაამკაცრა მოთხოვნები კრიპტუსავალუტო ინდუსტრიაში, ახალი რეკომენდაციების იმპლემენტაცია ბიზნესსა და მმართველობაში 2020 წლის ივნისამდე უნდა დაინერგოს. https://forklog.com/fatf-libra-i-drugie-stejblkoiny-pomeshayut-borbe-s-otmyvaniem-deneg/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.