Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია HiSilicon-მა, რომელიც Huawei-ს შვილობილი კომპანიაა, განაცხადა, რომ დაიწყო თავისი წარმოებული Balong 711 ჩიპების გაყიდვა. ამგვარი გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ ხსენებულ პროდუქტებზე მოთხოვნა ზრდას განაგრძობს. 

image.jpeg 

ოფიციალური განცხადების თანახმად, ჩიპის გამოშვების დროიდან - 2014 წლიდან  მოყოლებული Huawei-მ ჩიპი Balong 711 ჯამში ას მილიონ ისეთ მოწყობილობაში გამოიყენა, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო და მაღალსიჩქარინ წვდომას ინტერნეტთან. მოგახსენებთ, რომ Balong 711-ის გამოყენება შესაძლებელია ვიდეოდაკვირვების კამერებში, სავაჭრო აპარატებსა და სხვა იმ ინტერნეტ-ნივთებში, რომლებიც საჭიროებენ ინტერნეტთან სტაბილურ, მუდმივ კავშირს. 

სპეციალისტების აზრით ჩიპი Balong 711 შესაძლოა გარკვეულ სირთულეებს წააწყდეს ინტერნეტ-ნივთების ბაზარზე. საქმე ის გახლავთ, რომ კონკურენტი კომპანიები, როგორებიცაა ამერიკული Qualcomm და ტაივანური MediaTek, აგრეთვე აწარმოებენ ჩიპებს ინტერნეტ-ნივთებისთვის, ამიტომ ჩინური კომპანია კონკურენციას ვერ გაექცევა. HiSilicon-ის მიერ შემუშავებული ჩიპების სერიული წარმოება დაევალება გარე კომპანიებს, მათ შორის TSMC-ს. 

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით ასეთი გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ Huawei-მ შესაძლოა დაიწყოს უფრო ძველი ვერსიის ჩიპების გაყიდვის სტრატეგიის შემუშავება. დიდი ალბათობაა კომპანიამ დაიწყოს თავისი ფლაგმანური ჩიპი Balong 5000-ის გაყიდვა, რომელიც ავალრეჟიმიანი პროდუქტია და აქვს 2G-დან 5G-მდე ქსელების მხარდაჭერა. მომდევნო წელს მეხუთე თაობის ქსელის კომერციალიზაცია ახალ დონეზე ავა, შესაბამისად, 5G ჩიპებზე მოთხოვნა შეუქცევადად გაიზრდება. 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონები უფრო ფართოდ გავრცელდება, მათი მწარმოებლები კი შეეცდებიან გამოუშვან ისეთი პროდუქტი, რომელიც ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.