Magdalena Posted October 15, 2019 Posted October 15, 2019 კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ მომავალ ჩიპსეტებს ექნება ინდური რეგიონალური სანავიგაციო სისტემა Navigation with Indian Constellation-ის (NavIC) მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების ზუსტი ადგილსამყოფელის აღმოჩენას. თავდაპირველად ეს შესაძლებლობა შეეხება ინდოეთისა და მისი საზღვრისგან 1500 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიებს. Qualcomm-ის ჩიპსეტების რამდენიმე პლატფორმაზე NavIC-ის მხარდაჭერა გამოჩნდება 2019 წლის ბოლოს, სანავიგაცო სისტემის მხარდაჭერის მქონე ჩიპებით აღჭურვილი კომერციული მოწყობილობები კი 2020 წლის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი. NavIC-ის მხარდაჭერა Qualcomm-ის ჩიპსეტებზე გააფართოვებს გეოლოკაციის შესაძლებლობებს, რომლებიც მოცემულია მობილური მოწყობილობების, საავტომობილო სისტემებისა და ინტერნეტ-ნივთებისთვის განკუთვნილ აპლიკაციებში. https://3dnews.ru/995566 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.