Magdalena Posted October 10, 2019 Posted October 10, 2019 კომპანია Mara Group-მა რუანდიდან გამოუშვა ორი სმარტფონი, რომლებიც აფრიკაში წარმოებულ პირველ მოდელებად იწოდება. ამგვარად, კომპანიამ გაამყარა რუანდის ამბიციები - ქვეყანა იქცეს რეგიონალურ ტექნოლოგიურ ცენტრად. სმარტფონები Mara X და Mara Z მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android-ზე და მათი ფასია 190 და 130 დოლარი, შესაბამისად. როგორც მოსალოდნელია, მოწყობილობები კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ შედარებით ბიუჯეტურ სმარტფონებს. რუანდაში ბრენდული მოწყობილობების ფასი 37 დოლარიდან იწყება, Samsung-ის ყველაზე იაფი მოდელი კი დაახლოებით 55 აშშ დოლარი ღირს. კომპანია Mara Group-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი სმარტფონები ორიენტირებულია იმ მომხმარებლებზე, რომლებიც მზად არიან გაცილებით მეტი გადაიხადონ ხარისხში. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ მისი კომპანია აფრიკაში სმარტფონების პირველი მწარმოებელია. სმარტფონების ასაწყობი ქარხნები მდებარეობს ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ალჟირსა და რეგიონის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. თუმცა ამ ქარხნებში იმპორტული კომპონენტები გამოიყენება. „ჩვენ პირველებმა დავიწყეთ წარმოების სრული ციკლი, რომელიც მოიცავს კომპონენტების დამზადებას“- თქვა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქარხნის მშენებლობაში 24 მლნ დოლარი დაიხარჯა. ქარხანაში შესაძლებელია დამზადდეს დღეში 1200 სმარტფონი. კომპანია Mara Group მოგების მიღებას ელის აფრიკის კონტინენტალური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წყალობით. ეს არი პაქტი, რომელიც მიმართულია მიზნისკენ - მოხდეს 55 ქვეყნისგან შემდგარი სავაჭრო ბლოკის ფორმირება, რათა ხელი შეეწყოს კონტინენტზე სავაჭრო ვითარების გაუმჯობესებას. შეთანხმება ძალაში შევა მომდევნო წლის ივლისში და იგი 1 მილიარდ 300 მილიონ ადამიანს გააერთიანებს ერთიანი ეკონომიკური ბლოკის ფარგლებში. https://3dnews.ru/995348 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now