Magdalena Posted October 9, 2019 Posted October 9, 2019 ახალი Epson WF-110 პრინტერის წონა ოდნავ აღემატება ნახევარ კილოგრამს და ადვილად თავსდება სამგზავრო ჩანთაში. პრინტერს ლითიუმ-იონური ბატარეა აქვს, რომლის დატენვაც შესაძლებელია ქსელიდან USB-ის მეშვეობით. ასევე შესაძლებელია მოწყობილობის სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობის გაზრდა, თუკი მას დამატებით გარე ბატარეას მივუერთებთ - ასეთ შემთხვევაში მოწყობილობის წონა 2.04 კილოგრამამდე გაიზრდება. USB სადენის გარდა პრინტერში შესაძლებელია გამოიყენოთ Wi-Fi და Wi-Fi Direct პროტოკოლები, ასე რომ WF-100 თავისუფლად უკავშირდება სმარტფონს ან პლანშეტს. უფრო მეტიც, მართვა შესაძლებელია ხმოვანი დამხმარეების - Alexa-ს, Google Assistant-ის, ან Siri-ს მეშვეობით. პრინტერი აღჭურვილია 1,4-დუიმიანი LCD დისპლეითა და მცირე ზომის სამართავი პანელით. Epson WF-100 ბეჭდავს სტანდარტულ დოკუმენტებსა და 10 х 15 სმ ზომის ფოტოებს სიჩქარით - 7-6 გვერდი წუთში შავ-თეთრ ფორმატში, ფერად მასალას კი - წუთში 3-4 გვერდს. მინიპრინტერის შეძენა შესაძლებელია 300 აშშ დოლარად. https://www.techcult.ru/gadgets/7400-epson-vypustila-samyj-portativnyj-printer-v-mire 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.