Jump to content

Recommended Posts

Posted

Pixel 4 და Pixel 4 XL სმარტფონების ოფიციალურ ანონსამდე ცოტა დრო დარჩა. უკვე ცნობილია მათი ფასიც, რომელსაც გვიზიარებენ ცნობილი ინსაიდერები. 

image.png 

ინტერნეტ-წყარომ გააზიარა სმარტფონების კანადური ღირებულება, რომელიც დაახლოებით მსგავსია შეერთებული შტატების ფასისა. ორივე სმარტფონს 6 გბ ოპერატიული და 64/128 გბ ინტეგრირებული მეხსიერება ექნება კომპლექტაციის შესაბამისად. საბაზისო მოდიფიკაციის სმარტფონის ფასი 790 აშშ დოლარს შეადგენს. 900 დოლარად კი შესაძლებელი იქნება შეიძინოთ ან სტანდარტული კონფიგურაციის Pixel 4 XL მოდელი, ან Pixel 4 128 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით. ტოპ მოდიფიკაციის XL ვერსია 1020 აშშ დოლარად გაიყიდება. 

                   სმარტფონი 

                                                          ფასი 

  კანადური დოლარი 

  აშშ დოლარი 

Google Pixel 4 6/64 გბ 

$1050 

$790 

Google Pixel 4 6/128 გბ 

$1200 

$900 

Google Pixel 4 XL 6/64 გბ 

$1200 

$900 

Google Pixel 4 XL 6/128 გბ 

$1360 

$1020 

Google Pixel 3 6/64 გბ 

$1000 

$750 

Google Pixel 3 6/128 გბ 

$1130 

$850 

Google Pixel 3 XL 6/64 გბ 

$1130 

$850 

Google Pixel 3 XL 6/128 გბ 

$1260 

$945 

როგორც ვხედავთ, მოსალოდნელ ფასთან შედარებით ახალი Pixel-ები 40-50 (სტანდარტული ვერსია) და 50-57 (უფროსი მოდიფიკაცია) დოლარით ძვირია. თუმცა აღსანიშნავია, რო ორივე სმარტფონი წინამორბედებთან შედარებით გაუმჯობესებული იქნება. პირველ რიგში, კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერცამდე გაიზარდა. მეორე - ძირითად კამერაში გაჩნდა მეორე მოდული (ტელეობიექტივი), და მესამე - ოპერატიული მეხსირების მოცულობა ოთხიდან ექვს გიგაბაიტამდე გაიზარდა.  

Pixel 4-სა და Pixel 4 XL-ს ექნება ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 855 და OLED ეკრანები. უფროსი მოდელი წარმოდგენილი იქნება 6.3-დუიმიანი QHD+ მატრიცით, სტანდარტულ მოდელი კი - 5.7-დუიმიანი FHD+ გაფართოებით. სხვა მახასიათებლებიდან აღსანშნავია ოპერაციული სისტემა Android 10, 18-ვატიანი სწრაფი დატენვა, USB-C, NFC მოდული და 2800 მა/სთ / 3700 მა/სთ მოცულობის ბატარეა, მოდიფიკაციის შესაბამისად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.