Magdalena Posted October 8, 2019 Posted October 8, 2019 Pixel 4 და Pixel 4 XL სმარტფონების ოფიციალურ ანონსამდე ცოტა დრო დარჩა. უკვე ცნობილია მათი ფასიც, რომელსაც გვიზიარებენ ცნობილი ინსაიდერები. ინტერნეტ-წყარომ გააზიარა სმარტფონების კანადური ღირებულება, რომელიც დაახლოებით მსგავსია შეერთებული შტატების ფასისა. ორივე სმარტფონს 6 გბ ოპერატიული და 64/128 გბ ინტეგრირებული მეხსიერება ექნება კომპლექტაციის შესაბამისად. საბაზისო მოდიფიკაციის სმარტფონის ფასი 790 აშშ დოლარს შეადგენს. 900 დოლარად კი შესაძლებელი იქნება შეიძინოთ ან სტანდარტული კონფიგურაციის Pixel 4 XL მოდელი, ან Pixel 4 128 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით. ტოპ მოდიფიკაციის XL ვერსია 1020 აშშ დოლარად გაიყიდება. სმარტფონი ფასი კანადური დოლარი აშშ დოლარი Google Pixel 4 6/64 გბ $1050 $790 Google Pixel 4 6/128 გბ $1200 $900 Google Pixel 4 XL 6/64 გბ $1200 $900 Google Pixel 4 XL 6/128 გბ $1360 $1020 Google Pixel 3 6/64 გბ $1000 $750 Google Pixel 3 6/128 გბ $1130 $850 Google Pixel 3 XL 6/64 გბ $1130 $850 Google Pixel 3 XL 6/128 გბ $1260 $945 როგორც ვხედავთ, მოსალოდნელ ფასთან შედარებით ახალი Pixel-ები 40-50 (სტანდარტული ვერსია) და 50-57 (უფროსი მოდიფიკაცია) დოლარით ძვირია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ორივე სმარტფონი წინამორბედებთან შედარებით გაუმჯობესებული იქნება. პირველ რიგში, კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერცამდე გაიზარდა. მეორე - ძირითად კამერაში გაჩნდა მეორე მოდული (ტელეობიექტივი), და მესამე - ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ოთხიდან ექვს გიგაბაიტამდე გაიზარდა. Pixel 4-სა და Pixel 4 XL-ს ექნება ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 855 და OLED ეკრანები. უფროსი მოდელი წარმოდგენილი იქნება 6.3-დუიმიანი QHD+ მატრიცით, სტანდარტული მოდელი კი - 5.7-დუიმიანი FHD+ გაფართოებით. სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ოპერაციული სისტემა Android 10, 18-ვატიანი სწრაფი დატენვა, USB-C, NFC მოდული და 2800 მა/სთ / 3700 მა/სთ მოცულობის ბატარეა, მოდიფიკაციის შესაბამისად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30619/stali-izvestny-ceny-google-pixel-4-i-pixel-4-xl-na-40-75-dollarov-dorozhe-predshestvennikov Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.