Magdalena Posted October 8, 2019 Posted October 8, 2019 კომპანია Intel-მა წარადგინა Xeon W-2200 - პროცესორების ახალი თაობა, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალურ სამუშაო სადგურებში გამოყენებისთვის. Intel-ის განცხადებით, ახალი პროცესორები ოპტიმიზებულია ფართო სპექტრის სამუშაო დავალებებისთვის სხვადასხვა ტიპის კონტენტის შესაქმნელად. Intel აღნიშნავს, რომ ახალი Xeon W-2200 მოდელები მთელი რიგი მახასიათებლებით განსხვავდება წინამორბედი Xeon W-2100 სერიის წარმომადგენლებისგან. პირველ რიგში, ახალი ჩიპების მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 4.8 გიგაჰერცამდე გაიზარდა Turbo Boost Max 3.0 ტექნოლოგიის წყალობით. წინა სერიაში ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 4.5 გჰც-ს. აღსანიშნავია 1 ტერაბაიტამდე მოცულობის მეხსიერების მხარდაჭერაც - წინა თაობის მოდელებში მხარდაჭერილი მაქსიმალური მეხსიერება 512 გბ იყო. ასევე ამჯერად ხელმისაწვდომია უფრო ჩქარი მეხსიერება DDR4-2933. გაჩნდა ახალი ქსელური კონტროლერი Intel i225-იც, რომლის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 2.5 გბიტ/წმ-მდეა, ასევე ხელმისაწვდომია უსადენო კონტროლერი Intel AX200 – Wi-Fi-თა და 2.4 გბიტ/წმ-მდე სიჩქარით. გაიზარდა წარმადობაც, თუმცა არც ისე დიდად. Intel-მა ახალ Xeon W-2200 პროცესორებს დაუმატა ტექნოლოგია Deep Learning Boost-ის (DL Boost) მხარდაჭერა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი აჩქარება იმ ოპერაციებში, რომლებიც დაკავშირებულია მანქანურ სწავლებასა და ხელოვნურ ინტელექტთან. Intel-ის თქმით, ხელოვნური ინტელექტის გამომთვლელი სიჩქარე წინა თაობის მაჩვენებელზე ორნახევარჯერ გაიზარდა. სხვა მახასიათებლების მხრივ Xeon W-2200 წინამორბედებისგან არ განსხვავდება. ახალ სერიაში შესულია რვა პროცესორი, რომელთაც აქვთ 4-დან 18-მდე ბირთვი და Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა. TDP-ის დონე 105-დან 165 ვატამდე გაიზარდა. თითოეულ პროცესორს აქვს 48 PCIe 3.0 ხაზი, მთლიანად პლატფორმაზე კი შესაძლებელია მოცემული იყოს 72-მდე ხაზი. აღვნიშნავთ, რომ Xeon W-2200 პროცესორები LGA 2066 კორპუსშია მოცემული ისევე, როგორც Core-X სერიის სამომხმარებლო პროცესორები. თუმცა ისინი თავსებადია Intel X299 დედა დაფებთან - მათი მუშაობისთვის საჭიროა Intel C422 ჩიპსეტზე არსებული დაფები. Xeon W-ს ასევე აქვს RAS და Intel vPro მხარდაჭერა. Xeon W-2200 სერიის პროცესორები გაყიდვაში მალე გამოვა და მათი ფასი 294-დან 1333 აშშ დოლარამდე დიაპაზონში იქნება. ეს ღირებულება ორჯერ იაფია წინამორბედებთან შედარებით. https://servernews.ru/995225 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.