Jump to content

NVIDIA Ampere სერიის ვიდეო ბარათები გაყიდვაში 2020 წლის პირველ ნახევარში გამოვა: მომხმარებლებს ელოდებათ 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და დაუჯერებელი სიმძლავრე


Recommended Posts

Posted

NVIDIA-ს მორიგი თაობის ვიდეო ბარათების შესახებ ცნობები უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება. სხვადასხვა  წყაროს ინფორმაციის შეჯერების შედეგად ანალიტიკოსებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ 2020 წელს „მწვანე კომპანია“ ვიდეო ბარათების მომდევნო თაობას გამოუშვებს.  

image.png 

ავტორიტეტული ინტერნეტ-წყაროების თანახმად, ახალ გრაფიკულ არქიტექტურა Ampere-ზე შექმნილი ვიდეო ბარათები გაყიდვაში 2020 წლის პირველ ნახევარში გამოვა. ინფორმაცია გამომცემლობა Digitimes-ის მიერ იქნა მიღებული და დასტურდება, რომ NVIDIA Ampere სერიის გრაფიკული პროცესორები დაფუძნებული იქნება Samsung-ის შვიდნანომეტრიან EUV ლითოგრაფიის ტექნოლოგიაზე. 

image.png 

როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ NVIDIA კვლავ გააგრძელებს თავისი RTX ტექნოლოგიის განვითარებას. 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის განსაკუთრებულობის გათვალისწინებით, რომელშიც Samsung-ის EUV ლითოგრაფიაა გამოყენებული, შესაძლებელია ვივარაუდო, რომ გველოდება წარმადობის 50 %-იანი ზრდა და ამავე დროს ენერგომოხმარების შემცირება. ეს კომპანია NVIDIA-ს საშუალებას მისცემს მოახდინოს დაუჯერებელი სიმძლავრის რეალიზება თავის ახალი თაობის ვიდეო ბარათებში. ანალიტიკოსების აზრით, Samsung-ის 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიურ პროცესზე გადასვლა ნიშნავს როგორც მომგებიან გარიგებას, ასევე დიდ ეფექტურობას ორივე კომპანიისთვის. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.