Magdalena Posted October 4, 2019 Posted October 4, 2019 Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსის კერძო აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin ამ დრომდე თავს იკავებდა გამოეცხადებინა ფასი, თუ რა ეღირება სუბორბიტალური რაკეტა New Shepard-ით ფრენა მათთვის, ვისაც სურს გამოცადოს ექსტრემალური შეგრძნებები სტრატოსფეროს ფარგლებს გარეთ. 2 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ Moscone North-ში გაიმართა ღონისძიება Disrupt SF TechCrunch, სადაც Blue Origin-ის გენერალურმა დირექტორმა ბობ სმითმა დაასახელა კოსმოსური ფრენების ღირებულება. მან აღნიშნა, რომ კოსმოსური ტურის ფასი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება იაფი. – „ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია არასდროსაა იაფი, იქნება ეს IBM-ის პირველი კომპიუტერები თუ ის, რასაც დღესდღეობით ვუყურებთ“ - განაცხადა სმითმა. – „რეალურად, საწყის ეტაპზე კოსმოსში მოგზაურობის მსურველთათვის ფრენა ასობით ათასი დოლარი ეღირება“. სმითმა ისიც დაამატა, რომ დროთა განმავლობაში ფრენის ფასი ისეთ დონემდე შემცირდება, რომ საშუალო ფენის მოქალაქეებიც შეძლებენ თავს უფლება მისცენ - იფრინონ კოსმოსში რაკეტა New Shepard-ით. https://3dnews.ru/995040 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.