Magdalena Posted October 2, 2019 Posted October 2, 2019 ფოტოგრამმეტრია [ფოტო-, ბერძ. gramma ჩანაწერი და metreō ვზომავ] – საგნების ნამდვილი სიდიდისა და სივრცეში მდგომარეობის განსაზღვრა მათი ფოტოგრაფიული გამოსახულების მიხედვით; რაიმე ადგილის გეგმის შედგენა მისი ფოტოსურათის მიხედვით. წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი ვერსალის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მისი დათვალიერების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო Google-მა გადაწყვიტა მოეხდინა ლუი XIV-ის სამეფო რეზიდენციაში ვირტუალური ექსკურსიის რეალიზება. როგორც კორპორაცია აღნიშნავს, ეს არის უდიდესი ფოტოგრამმეტრიული პროექტი, რაც კი ოდესმე ვერსალში განხორციელებულა: მუშაობის პროცესში გადაღებულ იქნა 21 ნაგებობა და 36 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი ტერიტორია. HTC Vive-ისა და Oculus Rift-ის მფლობელებს შეუძლიათ ვირტუალურად დაათვალიერონ ასზე მეტი სკულპტურა, ფერწერული ტილო და ხელოვნების სხვა ნიმუშები, იხილონ ისინი მაღალი დეტალიზაციისა და მსხვილი კადრის პირობებში. Google-ის მიერ შეგროვებული ინფორმაციის მოცულობამ 4 ტერაბაიტს გადააჭარბა. აპლიკაციაში მოცემულია ვირტუალური ექსკურსია მეფე-დედოფლის აპარტამენტებში, სამეფო ოპერის თეატრში, სამეფო სასადილოში, სარკეებიან გალერეასა და სხვა ღირსშესანიშნავ დარბაზებში. „გობელენები, ნახატები, ჭერის ფერწერა, სკულპტურები და ავეჯი - ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია VR კონტროლერის მეშვეობით, რათა მომხმარებლებს მივცეთ შეუზღუდავი და პრივილეგირებული წვდომა ვერსალის საგანძურთან. უფრო მძაფრი შეგრძნებებისთვის კი შეგიძლიათ გადაერთოთ ღამის რეჟიმზე და სასახლე ცეცხლის შუქზე დაათვალიეროთ“ - ნათქვამია Steam-ის ვებ-გვერდზე. მათთვის კი, ვინც არ ფლობს ვირტუალური რეალობის მოწყობილობებს (სერვისი ჯერჯერობით მხოლოდ Vive-სა და Rift-ზეა ხელმისაწვდომი), Google-მა შექმნა ონლაინ-გამოფენა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: > https://www.youtube.com/watch?v=DkCt6-p9WSw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.