Magdalena Posted September 25, 2019 Posted September 25, 2019 შეერთებული შტატების აეროკოსმოსურმა სააგენტომ დაადგინა, თუ ვინ უნდა დაიწყოს მთვარის მისიებისთვის განკუთვნილი კოსმოსური ხომალდების მშენებლობა პროგრამა Artemis-ის ფარგლებში. NASA-მ კოსმოსური ხომალდების, Orion-ების აგებასა და ექსპლუატაციაზე კონტრაქტი გააფორმა კომპანია Lockheed Martin-თან. ცნობილი გახდა, რომ კოსმოსური აპარატების წარმოება წარიმართება NASA-ს ლინდონ ჯონსონის სახელობის კოსმოსური ცენტრის ხელმძღვანელობით და ხომალდები გათვლილი იქნება იმგვარად, რომ მოხდეს მათი მრავალჯერადი გამოყენება და მუდმივად არსებობა მთვარის ზედაპირზე. კონტრაქტის ფარგლებში NASA-მ Lockheed Martin-ს დაუკვეთა სამი Orion, რათა განხორციელდეს სამი მისია Artemis-ის პროგრამის ფარგლებში. პროექტის ღირებულებამ ჯამში 2 მილიარდ 700 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წელს სააგენტო გეგმავს შეუკვეთოს 1.9 მლრდ დოლარის ღირებულების კიდევ სამი მსგავსი ხომალდი, რომლებიც გაიგზავნება მთვარეზე Artemis VI–VIII მისიებში. https://3dnews.ru/994558 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.