Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც დაგეგმილი იყო, ჩინურმა კომპანია Xiaomi- დააანონსა ახალი ფლაგმანი - Mi 9 Pro 5G. ეს მოწყობილობა არსობრივად წარმოადგენს უკვე არსებული Mi 9-ს განახლებულ ვერსიას და მთელ რიგ გაუმჯობესებულ სიახლეებს მოიცავს. პირველ რიგში აღსანიშნავია ცალკრისტალიანი სისტემა Qualcomm Snapdragon 855+. სმარტფონი გამოვა მოცულობის მხრივ 8 ან 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით, ქნება 6.4-დუიმიანი OLED დისპლეი 1080p. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ინტეგრირბული 5G მოდემი, რომელიც კომპანიის თქმით უზრუნველყოფს სამივე უმთავრესი ჩინური 5G ოპერატორის სრულ მხარდაჭერას. 

image.jpeg 

Xiaomi ერთ-ერთია იმ ჩინური კომპანიებიდან, რომელთა მოწყობილობებსაც უსადენო დატენვის მხარდაჭერა აქვთ. Mi 9 Pro 5G სმარტფონის შემთხვევაში კომპანია კიდევ უფრო წინ წავიდა: მოწყობილობას სპეციალური სადგამის მეშვეობით 30-ვატიანი უსადენო დატენვის მხარდაჭერა აქვს (წინა ვერსიის სიმძლავრე 20 ვატი იყო). უფრო მძლავრი გახდა სადენიანი დატენვაც: ახალ მოდელში იგი 45-ვატიანია, Mi 9-ს შემთხვევაში კი 27-ვატიანი იყო. ახალი სმარტფონის 4000 მა/სთ. მოცულობის მქონე ბატარეის უსადენოდ სრულად დამუხტვისთვის 69 წუთია საჭირო, სადენიანი დამუხტვისას კი - 48 წუთი. 

ქვე უნდა აღინიშნოს, რომ Mi 9 Pro 5G მოდელს აქვს Qi სტანდარტის 10-ვატიანი რევერსული უსადენო დატენვის მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძევა სმარტფონიდან ეფექტურად დაიმუხტოს სხვა მოწყობილობები ან აქსესუარები. Xiaomi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სმარტფონის პრეზენტაციაზე მოახდინა დემონსტრაცია, რომ Mi 9 Pro უსადენო რეჟიმში Huawei P30 Pro-ზე სწრაფად მუხტავს iPhone-ს: 

image.jpeg 

ორიგინალ Mi 9-სთან შედარებით კამერების კონფიგურაცია არ შეცვლილა: 5G მოდელშიც მოცემულია 48-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორი f/1,75 ობიექტივით, თუმცა მას დაემატა ოპტიკური სტაბილიზატორი, ასევე წარმოდგენილია 16-მეგაპიქსელიანი სუპერფართოკუთხიანი მოდული და 12-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი.  

image.jpeg 

სმარტფონის გაბარიტები 157,21 × 74,64 × 8,54 მილიმეტრია, წონა - 196 გრამი. ფასები მეხსიერების მოდიფიკაციების მიხედვით ამგვარად გადანაწილდა: 

8/128 გბ  520 $, 

8/256 გბ - 535 $, 

12/256 გბ - 575 $, 

12/512 გბ - 605 $. 

30-ვატიანი უსადენო დამტენი მოწყობილობა ცალკე გაიყიდება დაახლოებით 20 აშშ დოლარად. თავდაპირველად სმარტფონი და შესაბამისი აღჭურვილობა ჩინურ ბაზარზე გამოვა. მყიდველები 1 ტერაბაიტიან გამოწერას მიიღებენ Mi Cloud-ზე. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.