Magdalena Posted September 24, 2019 Posted September 24, 2019 კომპანია Taiwan Semiconductor Manufacturing Company (TSMC) ემზადება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული მიკროჩიპების სერიული წარმოებისათვის - წერს რესურსი DigiTimes საწარმოს წყაროებზე დაყრდნობით. TSMC-მ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე სრულად დაამთავრა ხუთნანომეტრიანი ტექნოპროცესის ინფრასტრუქტურის დაპროექტება. იმ დროისთვის ხსენებული ტექნოლოგიით წარმოების დაწყება ჯერ კიდევ რისკის ქვეშ იდგა. ამჟამად კი ცნობილი გახდა, რომ TSMC 5-ნანომეტრიანი ჩიპების მასიურ გამოშვებას მომდევნო წლის პირველი პერიოდიდან, მიახლოებით მარტიდან დაიწყებს. 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით წარმოებული ჩიპები სხვა მოწყობილობების პარალელურად გამოყენებული იქნება იმ მოწყობილობებში, რომელთაც ექნებათ მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა. ამ დრომდე ცნობილი იყო ისიც, რომ TSMC სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ატარებს წარმოების 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ასათვისებლად. სამომავლოდ დაგეგმილია გადასვლა 2- და 1-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. https://3dnews.ru/994489 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.