Magdalena Posted September 21, 2019 Posted September 21, 2019 სტუდია Teyon-მა, რომელმაც წინა ჯერზე ფილმ Rambo-ს მოტივებზე არც ისე კარგი ხარისხის მქონე პროდუქტი Rambo The Video Game გამოუშვა, დააანონსა ახალი თამაში. ამჯერად სტუდიის ახალი ქმნილება დამყარებული იქნება ფილმებზე - Terminator და Terminator 2: Judgment Day. თამაშის სახელწოდებაა Terminator: Resistance, გავრცელებული ვიდეოს მიხედვით კი ვარაუდობენ, რომ თამაშს ამჯერადაც საკმაოდ მოძველებული გრაფიკა და სუსტი ანიმირება ექნება. Terminator: Resistance-ში მოქმედება ვითარდება ფილმ Terminator 2: Judgment Day-ს მოვლენებიდან ოცდაათი წლის შემდეგ. თამაშის მთავარი პერსონაჟია „წინააღმდეგობის“ ლიდერი ჯეიკობ რივერსი, რომელიც იბრძვის Skynet-ის წინააღმდეგ. გეიმერებს წინ ელოდებათ ადამიანებსა და რობოტებს შორის მორიგი ბრძოლა გადარჩენისთვის. როგორც ავტორები გვპირდებიან, თამაშში გამოჩნდება ტერმინატორების ნაცნობი მოდელები, მაგალითად T-800 და სრულიად ახლებიც. გეიმერები უზრუნველყოფილნი იქნებიან მრავალფეროვანი არსენალით, კრაფტინგითა და არაპროგნოზირებადი სიუჟეტებით. თამაშის რელიზი 15 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. https://overclockers.ru/softnews/show/99354/anonsirovan-terminator-resistance-shuter-osnovannyj-na-pervyh-dvuh-terminatorah
George Posted November 14, 2019 Posted November 14, 2019 დაიდო ეს თამაშიც ტრეკერებზე: https://www.torrentleech.org/torrent/1499695#torrentinfo https://www.torrentday.com/details.php?id=4544214 თამაში უკვე გაყიდვაშია და თემა გადადის არქივში და იხურება
George Posted November 16, 2019 Posted November 16, 2019 ესეც ამ თამაშის მიმოხილვა IGN-ზე https://www.ign.com/articles/2019/11/15/terminator-resistance-review როგორც მოსალოდნელი იყო მოთხარეს და მარტო 40% დაუწერეს, თავიდანვე ჩანდა რომ ეგ თამაში დაფეილდებოდა ისე
George Posted November 23, 2019 Posted November 23, 2019 ესეც ამ თამაშის აჩერედნოი მიმოხილვა რუსულათ: https://3dnews.ru/998161/terminator-resistance-neobyazatelno-i-ochen-dushevno-retsenziya ამჯერათ 65% დაუწერეს
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.