Magdalena Posted September 20, 2019 Posted September 20, 2019 სამხარეთკორეულმა კომპანიამ წარადგინა Galaxy M სერიის ახალი სმარტფონები, რომლებიც თავიანთი ფასის სეგმენტში მეტად საინტერესო მონაწილეებად გვევლინება. ეს განსაკუთრებით ეხება უფროს მოდელ Samsung Galaxy M30s-ს, რომელსაც უზარმაზარი მოცულობის ბატარეა აქვს. მეორე მოდელი, Samsung Galaxy M10s, შედარებით მოკრძალებული მონაცემების მქონეა. მოცემულ სიახლეში საუბარი უფროს ვერსიას შეეხება. Samsung Galaxy M30s-ს ინტეგრირებული ბატარეა აქვს, რომლის მოცულობა 6000 მა/სთ-ს შეადგენს. სმარტფონის სისქე 8.9 მილიმეტრია, წონა - 188 გრამი. გათვალისწინებულია 15-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა USB Type-C პორტით. კომპანიის განცხადებით, სრულად დამუხტული სმარტფონი მუშაობს 29 საათი ვიდეოს ყურებისას, 49 საათი - საუბრის რეჟიმში და 131 საათი - მუსიკის მოსმენისას. მოწყობილობის უკანა პანელზე მოცემულია მართკუთხედის ფორმის ბლოკი სამი ობიექტივითა და განათებით, აგრეთვე თითის ანაბეჭდის სკანერი. ქვედა პანელზე მოცემულია USB Type-C, სადენიანი მოწყობილობის მისაერთებელი კონექტორი და მულტიმედია დინამიკის სივრცე. სმარტფონის ფრონტალურ პანელზე განთავსებულია 6.4-დუიმიანი Super AMOLED დისპლეი Full HD+ გაფართოებით. სასარგებლო სივრცის ფართობი წინა პანელის 91 %-ს შეადგენს, ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშე 420 ნიტია, კონტრასტულობა - 78960:1. Samsung Galaxy M30s-ს წვეთის ფორმის ჭრილი აქვს და მასში ფრონტალური კამერაა, თუმცა მის შესახებ ცნობები ჯერ არ არის გახმაურებული. ძირითადი კამერა სამმოდულიანია: მოცემულია 48, 5 და 8 მეგაპიქსელიანი სენსორები. 8-მეგაპიქსელიან მოდულში დაყენებულია ფართოკუთხიანი ოპტიკა, 5-მეგაპიქსელიანი სენსორი კი ფონის გაბუნდოვნებას უზრუნველყოფს. სმარტფონს აქვს გამოსახულების ელექტრონული სტაბილიზატორი, შენელებული გადაღების მხარდაჭერა და შეუძლია ვიდეოს გადაღება Ultra HD გაფართოებით. სმარტფონის გამომთვლელ ცენტრად წარმოდგენილია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებული ახალი საფირმო მობილური პროცესორი Exynos 9611. მას ბირთვების ორი ბლოკი აქვს: 1.7-გიგაჰერციანი Cortex-A53 ბირთვები პასუხისმგებელია მარტივ ამოცანებზე, 2.3-გიგაჰერციანი Cortex-A73 ბირთვები კი რთული ბრძანებების შესრულებისთვისაა განკუთვნილი. გრაფიკის რენდერინგით დაკავებულია GPU Mali-G72 MP3. სმარტფონს აქვს 4/6 გიგაბაიტი LPDDR4x ტიპის ოპერატიული და 64/128 გბ ინტეგრირებული მეხსიერება, კონფიგურაციების მიხედვით. microSD ბარათით კი შესაძლებელია გაფართოება 512 გიგაბაიტამდე. სმარტფონი გამოდის სამნაირ ფერში: ოპალისებრი შავი (Opal Black), ლურჯი საფირონი (Sapphire Blue) და თეთრი მარგალიტი ( Pearl White). 4/64 გბ მეხსიერების მქონე მოდელის ფასი დაახლოებით 190 აშშ დოლარია, 6/128 გიგაბაიტიანი მოდიფიკაცია კი 240 დოლარად გაიყიდება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30158/samsung-galaxy-m30s-predstavlen-oficialno--exynos-9611-akb-na-6000-mach-i-cena-ot-190-dollarov Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.