Jump to content

Recommended Posts

Posted

სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung-მა შეიმუშავა კიდევ ერთი სმარტფონი, რომლის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია დრეკადი დისპლეის გამოყენების შესაძლებლობა. 

image.jpeg 

მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სამმართველოს ვებ-გვერდზე (USPTO). რესურს LetsGoDigital-მა უკვე წარმოადგინა სმარტფონის ხარისხიანი რენდერები, რომლებიც შექმნილია საპატენტო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების საფუძველზე. 

image.jpeg 

როგორც ფოტოებიდან ჩანს, სმარტფონს კლასიკური მონობლოკის ტიპის კორპუსი აქვს, ზედა ნაწილში კი მოცემულია მოძრავი მოდული.  

მოწყობილობის გახსნისას მომხმარებელს შეუძლია გამოწიოს კორპუსის შიგნით ჩამალული  დრეკადი დისპლეის დამატებითი სეგმენტი. მისი წყალობით ეკრანის სასარგებლო ფართობი დაახლოებით 25 %-ით იზრდება. 

image.jpeg 

გარდა ამისა, სმარტფონის კონსტრუქცია საშუალებას იძლევა შესაძლო დაზიანებებისგან დაცული იყოს სელფი კამერა. საქმე ის გახლავთ, რომ იგი კორპუსშია ჩამალული, როდესაც კორპუსის ზედა მოძრავი ნაწილი ამოწეულია. 

image.jpeg 

ეკრანის თავზე განთავსებულია ფრონტალური კამერა და სენსორები. თითის ანაბეჭდის სკანერი, დიდი ალბათობით, უშუალოდ ეკრანზე იქნება ინტეგრირებული. 

ჯერჯერობით სამწუხაროდ არ დაზუსტებულა, როდის გამოჩნდება მოცემული დიზაინი კომერციულ სმარტფონებში. 

image.jpeg 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.