OgaiB Posted September 17, 2019 Posted September 17, 2019 კაი გამარჯობა ყველა ნაცნობ-უცნობს თქვენი დახმარება, უფრო ზუსტად თქვენი აზრი მაინტერებს ჩემი "დილემის" გადასაჭრელად მინდა ვიყიდო ვიდეოდაფა რომელსაც ექნება 2 DisplayPort, რადგან ჩემი Quadro NVS 295 მეორე 2K მონიტორს ვეღარ "ქაჩავს" და კინაღამ ინტერნეტ-პროვიდერს ვეტაკე, რადგან ხარვეზები მქონდა ინტერნეტში ვიდეო კონტენტის ყურების დროს. შემთხვევით GPU-Z ში ვნახე დატვირთვა და 100%-ზეა ხოლმე ვიდეოდაფა. ეს არის ეგრეთ წოდებული "პრობლემის ფუძე", ხოლო ის რაშიც თვენი აზრი მაიტერესებს შემდეგშია: ვიყიდო RX 580 8 GB - x თანხად, რომელიც როგორც იტყვიან 100 წელი თავს გადამივა თუ ვიყიდო RX 5700 8 GB - 2x თანხად, რომელიც იმ ჭიას მოკლავს რომელიც მღრღნის მოკლედ გულს(ძველი ოვერქლოქერის ) 5700 უნდა და ტვინს 580. თქვენი არჩევანი, თუ ჩავთვლით რომ თანხა არ არის პრობლემა. P.S. გაითვალისწინეთ რომ ბოლო 15 წელი Heroes III გარდა (ვინც იცის რა თამაშზეა საუბარი ) სხვა თამაში არ მითამაშია, ანუ თამაშებისთვის არ მჭირდება ვიდეოდაფა. უბრალოდ "ჭია" რომელსაც ტექნოლოგიური სიახლეების სიყვარული ჰქვია, არ მიშვებს რომ ძველი ტექნოლოგიაში "დავაბანდო" x თანხა, როდესაც 2x-ად შემიძლია უახლესი ტექნოლოგია მქონდეს კომპიუტერში
david_888 Posted September 17, 2019 Posted September 17, 2019 47 minutes ago, OgaiB said: თქვენი არჩევანი, თუ ჩავთვლით რომ თანხა არ არის პრობლემა. 47 minutes ago, OgaiB said: P.S. გაითვალისწინეთ რომ "ჭია" რომელსაც ტექნოლოგიური სიახლეების სიყვარული ჰქვია, არ მიშვებს რომ ძველი ტექნოლოგიაში "დავაბანდო" x თანხა, როდესაც 2x-ად შემიძლია უახლესი ტექნოლოგია მქონდეს კომპიუტერში მემგონი პასუხი უკვე გაცემულია
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.