Jump to content

Recommended Posts

Posted

შედგა სმარტფონ Xiaomi Black Shark 2 Pro-ს ახალი ვერსიის დებიუტი, რომელიც გათვლილია მობილური თამაშების მოყვარულებზე. 

შეგახსენებთ, რომ Xiaomi Black Shark 2 Pro-ს ორიგინალი ვერსია წარდგენილ იქნა მიმდინარე წლის ივლისში. ამ მოდელს ჰქონდა Snapdragon 855 Plus პროცესორი 2.96 გიგაჰერცამდე ტაქტის სიხშირით და 12 გბ ოპერატიული მეხსიერება. 

image.jpeg 

6.39-დუიმიანი AMOLED დისპლეი Full HD+ ფორმატს შეესაბამება (2340 × 1080 პიქსელი), გვერდების შეფარდებაა 19.9:9-სთან. წინა პანელზე განთავსებულია 20-მეგაპიქსელიანი კამერა. მთავარი კამერა წარმოდგენილია ორი ბლოკით და მოიცავს 48- და12-მეგაპიქსელიან მოდულებს. დაქტილოსკოპიური სკანერი ინტეგრირებულია ეკრანზე. 

თავდაპირველად შემოთავაზებული იყო 128- და 256-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერების მქონე მოდიფიკაციები. ახალ მოდელს კი 512 გბ ინტეგრირებული მეხსიერება აქვს. ასეთი გეიმინგ-მობილი დაახლოებით 565 აშშ დოლარი ღირს. 

image.jpeg 

სმარტფონის გაბარიტებია 163,61 × 75,01 × 8,77 მმ, წონა - 200 გრამზე ოდნავ მეტი. კვებას უზრუნველყოფს 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 9 Pie - MIUI 10-თან ერთად.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.